https://sputnik-georgia.com/20220623/parlamentsi-kanonproeqtebis-umravlesoba-vetos-imsaxurebs-267779916.html
საქართველოს პარლამენტში კანონპროექტების უმრავლესობა ვეტოს იმსახურებს - იაგო ხვიჩია
საქართველოს პარლამენტში კანონპროექტების უმრავლესობა ვეტოს იმსახურებს - იაგო ხვიჩია
Sputnik საქართველო
დეპუტატის აზრით, პრეზიდენტს ვეტოს უფლება აქამდეც უნდა გამოეყენებინა. 23.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-23T18:02+0400
2022-06-23T18:02+0400
2022-06-23T22:05+0400
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264567357_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_668de5249b1a912c1bc6aeedc1b77095.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩის" ლიდერი, დეპუტატი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ კანონპროექტების 90%, რომლებიც პარლამენტში შედის, პრეზიდენტის ვეტოს იმსახურებს.საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამოიყენა თავისი უფლება და ვეტო დაადო შესწორებების კანონპროექტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ამასთან, პრეზიდენტმა გააფრთხილა დეპუტატები, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, სანამ ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს წყვეტს, ის ვეტოს დაადებს სხვა კანონებსაც, რომლებსაც არ დაეთანხმება.მისი თქმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვეტოს უფლება უფრო ადრეც უნდა გამოეყენებინა, თუ ესმოდა, რომ კანონპროექტები ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.„პრეზიდენტის ვეტო ხომ იმისთვის არსებობს, თუ მიგაჩნია, რომ რაღაც კანონები ქვეყნის ინტერესებს აზიანებს, მაქსიმუმი გააკეთო, რომ ისინი ძალაში არ შევიდეს?!" – განაცხადა ხვიჩიამ.პარლამენტმა აღნიშნული შესწორებები 7 ივნისს მიიღო. მოსმენა და ფარული თვალთვალი საქართველოში მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება.შესწორებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ითვალისწინებს ფარულ საგამოძიებო ღონისძიებებს სამ ეტაპად, სამი თვის ნაცვლად ცხრა თვის ვადით.მოსმენისა და ფარული თვალთვალის ვადა პირველ ეტაპზე პროკურორის შუამდგომლობით და სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება სამი თვე. შემდეგ ვადა პროკურატურის ზემდგომი ჩინოვნიკის შუამდგომლობით შეიძლება გაგრძელდეს სამი თვით, ხოლო შემდეგ – გენერალური პროკურორის შუამდგომლობით – კიდევ სამი თვით.ვეტო კანონპროექტზე მოსმენების შესახებ: „ქართული ოცნება" პრეზიდენტის განმარტებას ელოდება>>ამასთან, თუ საუბარია ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა, თანამდებობრივი დანაშაული, კიბერდანაშაული, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამოძიებისთვის.ამას გარდა, კანონპროექტის ახალი ვერსიით, ის ვადა, როდესაც პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება მოსმენა, უნდა აცნობონ საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ, შეიძლება გადაიტანონ განუსაზღვრელი რაოდენობით, სანამ ეს გამოძიებისთვის იქნება საჭირო.გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, მიანიჭებენ თუ არა საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს, ევროკავშირის სამიტზე 23-24 ივნისს მიიღებენ. ქვეყანა სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა იქნება ამის მომხრე.ევროკომისიის რეკომენდაციაა, მიანიჭოს საქართველოს „ევროპული პერსპექტივა" და დაელოდოს, რომ ქვეყანამ კონკრეტული 12 პირობა შეასრულოს. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264567357_53:0:1194:856_1920x0_80_0_0_e1db515230cc96c5a5e0b88756e12452.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს პარლამენტში კანონპროექტების უმრავლესობა ვეტოს იმსახურებს - იაგო ხვიჩია
18:02 23.06.2022 (განახლებულია: 22:05 23.06.2022) დეპუტატის აზრით, პრეზიდენტს ვეტოს უფლება აქამდეც უნდა გამოეყენებინა.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩის" ლიდერი, დეპუტატი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ კანონპროექტების 90%, რომლებიც პარლამენტში შედის, პრეზიდენტის ვეტოს იმსახურებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამოიყენა თავისი უფლება და ვეტო დაადო შესწორებების კანონპროექტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ამასთან, პრეზიდენტმა გააფრთხილა დეპუტატები, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, სანამ ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს წყვეტს, ის ვეტოს დაადებს სხვა კანონებსაც, რომლებსაც არ დაეთანხმება.
„პრეზიდენტისგან ბუნებრივად მივიჩნევ ვეტოს დადებას და უცნაური მგონია ვეტოს მხოლოდ ექვსი თვე გამოყენება... კანონპროექტების 90 პროცენტი, რაც პარლამენტში შემოდის, ვეტოს იმსახურებს", – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვეტოს უფლება უფრო ადრეც უნდა გამოეყენებინა, თუ ესმოდა, რომ კანონპროექტები ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.
„პრეზიდენტის ვეტო ხომ იმისთვის არსებობს, თუ მიგაჩნია, რომ რაღაც კანონები ქვეყნის ინტერესებს აზიანებს, მაქსიმუმი გააკეთო, რომ ისინი ძალაში არ შევიდეს?!" – განაცხადა ხვიჩიამ.
პარლამენტმა აღნიშნული შესწორებები 7 ივნისს მიიღო. მოსმენა და ფარული თვალთვალი საქართველოში მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება.
შესწორებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ითვალისწინებს ფარულ საგამოძიებო ღონისძიებებს სამ ეტაპად, სამი თვის ნაცვლად ცხრა თვის ვადით.
მოსმენისა და ფარული თვალთვალის ვადა პირველ ეტაპზე პროკურორის შუამდგომლობით და სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება სამი თვე. შემდეგ ვადა პროკურატურის ზემდგომი ჩინოვნიკის შუამდგომლობით შეიძლება გაგრძელდეს სამი თვით, ხოლო შემდეგ – გენერალური პროკურორის შუამდგომლობით – კიდევ სამი თვით.
ამასთან, თუ საუბარია ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა, თანამდებობრივი დანაშაული, კიბერდანაშაული, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამოძიებისთვის.
ამას გარდა, კანონპროექტის ახალი ვერსიით, ის ვადა, როდესაც პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება მოსმენა, უნდა აცნობონ საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ, შეიძლება გადაიტანონ განუსაზღვრელი რაოდენობით, სანამ ეს გამოძიებისთვის იქნება საჭირო.
გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, მიანიჭებენ თუ არა საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს, ევროკავშირის სამიტზე 23-24 ივნისს მიიღებენ. ქვეყანა სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა იქნება ამის მომხრე.
ევროკომისიის რეკომენდაციაა, მიანიჭოს საქართველოს „ევროპული პერსპექტივა" და დაელოდოს, რომ ქვეყანამ კონკრეტული 12 პირობა შეასრულოს. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.