„სტუდენტური ფესტივალი 2022“: თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს

© press-service of the Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
თბილისის მერის თქმით, სტუდენტური ფესტივალის ღონისძიებებში საქართველოში მოქმედი 34 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50.000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. თბილისის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური ასოციაციების ორგანიზებით დაიწყო თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მერის ინფორმაციით, ეს არის სპორტული და კულტურული ღონისძიებების ერთობლიობა, რომელშიც საქართველოში მოქმედი 34 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50.000-ზე მეტი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.

„ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ლოკაციებზე ხორციელდება სპორტული აქტივობები. აგრეთვე დღეს იწყება ქართული სიმღერისა და ცეკვის კონკურსები. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ როგორც დედაქალაქში არსებული, ისე რეგიონებში მოქმედი უნივერსიტეტები“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის ინფორმაციით, ფესტივალის დასკვნითი ნაწილი გაიმართება 29 ივნისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებული უნივერსიტეტები სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით.
კალაძემ ასევე ისაუბრა ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამაზე, რომელიც მერმა 8 ივნისს დააანონსა. აღნიშნულ პროგრამაზე უკვე 5.600 ახალგაზრდაა დარეგისტრირებული. განსაკუთრებით მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა ლაშქრობებისა და კემპინგის მიმართულება.
„მინდა შევეხო კიდევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას – ახალგაზრდებისთვის განსახორციელებელ საზაფხულო პროგრამებს, რომელზე დასარეგისტრირებლად შეიქმნა ვებ-გვერდი და ახალგაზრდებს მოვუწოდეთ ჩართულობისკენ. ეს პროექტი დაიწყება 30 ივნისიდან. პირველ ეტაპზე დაიწყება ლაშქრობები, 8 ივლისიდან კი საჯომარდო ტურები, საცურაო აუზი, კარტინგი და ველოტურები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ჯომარდობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
ლაშქრობა, საჯომარდო ტური და სხვა აქტივობები უფასოდ - თბილისის მერია ახალ პროგრამას იწყებს
ახალი პროგრამის ფარგლებში თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს, მათი ინტერესების გათვალისწინებით, პერიოდულად სხვადასხვა აქტივობას შესთავაზებენ: ლაშქრობებს, საველე ბანაკებს (კემპინგი); საჯომარდო ტურებს; ველოტურებს თბილისთან ახლო მარშრუტებზე; კარტინგებს, მინი გოლფს, სასროლეთს (ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე); მუნიციპალურ საცურაო აუზს (ზღვის უბანში).
ყველა ახალი ამბავი
0