https://sputnik-georgia.com/20220608/tbilisis-meria-axalgazrdebistvis-axal-programas-iwyebs-267249928.html
ლაშქრობა, საჯომარდო ტური და სხვა აქტივობები უფასოდ - თბილისის მერია ახალ პროგრამას იწყებს
ლაშქრობა, საჯომარდო ტური და სხვა აქტივობები უფასოდ - თბილისის მერია ახალ პროგრამას იწყებს
Sputnik საქართველო
პროგრამა 30 ივნისს დაიწყება და 30 აგვისტომდე ჩათვლით გაგრძელდება. 08.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-08T13:43+0400
2022-06-08T13:43+0400
2022-06-08T19:25+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23183/68/231836871_11:0:3687:2068_1920x0_80_0_0_d4a5d29560174d8e66bea7dd140aab83.jpg
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით თბილისის მერია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის მასშტაბურ საზაფხულო პროგრამას იწყებს. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მერის თქმით, ახალი პროგრამის ფარგლებში თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს, მათი ინტერესების გათვალისწინებით, პერიოდულად სხვადასხვა აქტივობას შესთავაზებენ: ლაშქრობებს, საველე ბანაკებს (კემპინგი); საჯომარდო ტურებს; ველოტურებს თბილისთან ახლო მარშრუტებზე; კარტინგებს, მინი გოლფს, სასროლეთს (ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე); მუნიციპალურ საცურაო აუზს (ზღვის უბანში).პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები უზრუნველყოფილი იქნებიან კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით, კვებით, ტრანსპორტით, ეკიპირებით და ყველა საჭირო აღჭურვილობით.მისი თქმით, თავდაპირველად პროგრამაში 5.000-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება, მონაწილეთა რაოდენობა კი, მოთხოვნის შესაბამისად, ეტაპობრივად გაიზრდება.თბილისის მერის ინფორმაციით, პროგრამა 30 ივნისს დაიწყება და 30 აგვისტომდე ჩათვლით გაგრძელდება. მსურველები ელექტრონული რეგისტრაციის გავლას 8 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით შეძლებენ ვებ-გვერდზე - www.youthtbilisi.ge.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23183/68/231836871_470:0:3227:2068_1920x0_80_0_0_d9b8f00e621389ee667e7eb440be38db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სპორტი
თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სპორტი
ლაშქრობა, საჯომარდო ტური და სხვა აქტივობები უფასოდ - თბილისის მერია ახალ პროგრამას იწყებს
13:43 08.06.2022 (განახლებულია: 19:25 08.06.2022) პროგრამა 30 ივნისს დაიწყება და 30 აგვისტომდე ჩათვლით გაგრძელდება.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით თბილისის მერია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის მასშტაბურ საზაფხულო პროგრამას იწყებს. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მერის თქმით, ახალი პროგრამის ფარგლებში თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს, მათი ინტერესების გათვალისწინებით, პერიოდულად სხვადასხვა აქტივობას შესთავაზებენ: ლაშქრობებს, საველე ბანაკებს (კემპინგი); საჯომარდო ტურებს; ველოტურებს თბილისთან ახლო მარშრუტებზე; კარტინგებს, მინი გოლფს, სასროლეთს (ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე); მუნიციპალურ საცურაო აუზს (ზღვის უბანში).
პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები უზრუნველყოფილი იქნებიან კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით, კვებით, ტრანსპორტით, ეკიპირებით და ყველა საჭირო აღჭურვილობით.
„ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, კონკრეტული პროგრამების შეთავაზება ახალგაზრდებისთვის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი სპორტული მოედნების გახსნა, სპორტის ხელშეწყობა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამით ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, თავდაპირველად პროგრამაში 5.000-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება, მონაწილეთა რაოდენობა კი, მოთხოვნის შესაბამისად, ეტაპობრივად გაიზრდება.
თბილისის მერის ინფორმაციით, პროგრამა 30 ივნისს დაიწყება და 30 აგვისტომდე ჩათვლით გაგრძელდება. მსურველები ელექტრონული რეგისტრაციის გავლას 8 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით შეძლებენ ვებ-გვერდზე - www.youthtbilisi.ge.