კამათი დეპუტატებთან: პრემიერი პარლამენტში გამოდის

© Sputnik / STRINGERირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
პრემიერის ფრაზამ, რომ ევროკომისიამ რეკომენდაციის სახით მიმართა ევროკავშირის საბჭოს, ოპოზიციონერი დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა პარლამენტში ერთი წლის მუშაობის შესახებ ანგარიშით ოპოზიციასთან შელაპარაკებით დაიწყო.
„მინდა საუბარი დავიწყო ჩვენი მთავარი მიღწევით, რომლის მომსწრენიც ჩვენ გავხდით რამდენიმე დღის წინ. ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყეტილება, 17 ივნისს ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შემდეგმა ფრაზამ „ევროკომისიამ რეკომენდაციის სახით მიმართა ევროპულ საბჭოს", ოპოზიციონერი დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ადგილიდან დაადანაშაულა პრემიერი სიცრუეში, რის გამოც ღარიბაშვილის გამოსვლა რამდენიმე წუთით შეწყდა.
პრემიერს მკაცრი რეაგირება ჰქონდა ოპოზიციონერების წამოძახილებზე და დეკანოიძისთვის დასამშვიდებლად წამლის მიტანა ითხოვა.
დეკანოიძის დამშვიდება სცადეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს>>
მოგვიანებით ღარიბაშვილმა დააზუსტა, რომ მხედველობაში ჰქონდა ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს.
პრემიერის გამოსვლას პარლამენტში ესწრებიან მთავრობის კაბინეტის წევრები, თბილისის მერი კახა კალაძე.
საკანონმდებლო ორგანოში გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები და შეზღუდული დაშვების რეჟიმი აამოქმედეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული პროვოკაციები პრემიერის გამოსვლის დროს.
რა წერია ანგარიშში
პრემიერის ყოველწლიური ანგარიში მოიცავს 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე პერიოდს და ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის მუშაობას ყველა მიმართულებით.
ძირითადი თემები, რომლებზეც პრემიერი ისაუბრებს: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება, სახელმწიფო მმართველობა.
ყველა ახალი ამბავი
0