საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმია დაწესებული, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო პროვოკაციები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის დროს, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რამდენიმე საათში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარადგენს.

„პარლამენტის სასახლესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 22 ივნისს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს, გარდა მედიის წარმომადგენლებისა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში.

როგორც საქართველოს პარლამენტში განმარტავენ, აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე პერიოდს მოიცავს და ეხება მინისტრთა კაბინეტის მუშაობას ყველა მიმართულებით.
სამთავრობო პროგრამის 160-გვერდიანი ანგარიში პირობითად დაყოფილია ოთხ ნაწილად: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტების მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური პოლიტიკა; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და საჯარო ადმინისტრირება.
ყველა ახალი ამბავი
0