https://sputnik-georgia.com/20220622/qartuli-kompaniebis-fasiani-qaraldebi-londonis-birjaze-267713874.html
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
Sputnik საქართველო
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა. 22.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-22T10:19+0400
2022-06-22T10:19+0400
2022-06-22T17:05+0400
საქართველო
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252300826_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_62f54dae2b39a65a6c30af4abc500444.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 1,72%-ით შემცირდა და 84,12 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 7,6%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობასაინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,17%-ით გაიზარდა, ვაჭრობა დაიხურა 6,41% მოგებით 99,46 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 95,71 პუნქტის ფასით, 8,87% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,76%-ით შემცირდა.„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,16%-ით შემცირდა 84,41 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 7,26%-ს.აქციებით ვაჭრობალონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 5,02%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 14,76 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 890 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 14,3–15,54 ფუნტის დიაპაზონში.ამოქმედდა ახალი კანონი: კორპორატიული მართვის კოდექსი ემიტენტებისთვის>>კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში შემცირდა 3,291%-ით და ერთ აქციაზე 5,48 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 278 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 5,48–6,34 ფუნტის დიაპაზონში.TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 6,27%-ით შემცირდა 13,16 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 250 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 13,16–14,0 ფუნტის დიაპაზონში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252300826_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_73e24358f47c3815bec71eec01a82463.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, ახალი ამბები
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
10:19 22.06.2022 (განახლებულია: 17:05 22.06.2022) ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 1,72%-ით შემცირდა და 84,12 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 7,6%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,17%-ით გაიზარდა, ვაჭრობა დაიხურა 6,41% მოგებით 99,46 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 95,71 პუნქტის ფასით, 8,87% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,76%-ით შემცირდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,16%-ით შემცირდა 84,41 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 7,26%-ს.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 5,02%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 14,76 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 890 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 14,3–15,54 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში შემცირდა 3,291%-ით და ერთ აქციაზე 5,48 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 278 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 5,48–6,34 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 6,27%-ით შემცირდა 13,16 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 250 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 13,16–14,0 ფუნტის დიაპაზონში.