https://sputnik-georgia.com/20220622/kulturis-saministrom-tvitmoqmedi-folkloruli-ansamblebistvis-konkursi-gamoacxada-267692529.html
კულტურის სამინისტრო თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლებისთვის კონკურსს აცხადებს
კულტურის სამინისტრო თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლებისთვის კონკურსს აცხადებს
Sputnik საქართველო
საკონკურსო განაცხადები 2022 წლის 21 ივნისიდან 2022 წლის 30 ივნისის 12:00 საათამდე მიიღება. 22.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-22T09:41+0400
2022-06-22T09:41+0400
2022-06-22T16:48+0400
კულტურა საქართველოში
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/16/252392109_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_cf4a51cc8d0d41cd572cbb483e6b5125.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების (ვოკალური ან/და ქორეოგრაფიული) ხელშეწყობის მიზნით კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, კონკურსის „თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა" მიზანია მათი პოპულარიზაცია და მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება, ამისათვის კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100.000 ლარია გამოყოფილი.უწყების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. კონკურსანტს მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა შეუძლია.კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე საგასტროლო ტურნე.საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 21 ივნისიდან 2022 წლის 30 ივნისის 12:00 საათამდე კულტურის სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით, ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ქართულენოვანი თარგმანი.ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2022 წლის 13 ივლისისა.გასულ 2021 წელს ანალოგიური კონკურსის ფარგლებში სამინისტროში შევიდა 24 საპროექტო განაცხადი, მათგან 9 პროექტი დაფინანსდა. კონკურსის ბიუჯეტი შარშან 80.000 ლარი იყო.
https://sputnik-georgia.com/20220621/konkursi-arqeologiis-popularizaciis-miznit-267691364.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/16/252392109_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_109cbd1ad7c1b7c706ea991d79f9f7a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები
კულტურა საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები
კულტურის სამინისტრო თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლებისთვის კონკურსს აცხადებს
09:41 22.06.2022 (განახლებულია: 16:48 22.06.2022) საკონკურსო განაცხადები 2022 წლის 21 ივნისიდან 2022 წლის 30 ივნისის 12:00 საათამდე მიიღება.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების (ვოკალური ან/და ქორეოგრაფიული) ხელშეწყობის მიზნით კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კონკურსის „თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა" მიზანია მათი პოპულარიზაცია და მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება, ამისათვის კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100.000 ლარია გამოყოფილი.
უწყების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. კონკურსანტს მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა შეუძლია.
კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე საგასტროლო ტურნე.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 21 ივნისიდან 2022 წლის 30 ივნისის 12:00 საათამდე კულტურის სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით, ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.
საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ქართულენოვანი თარგმანი.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2022 წლის 13 ივლისისა.
გასულ 2021 წელს ანალოგიური კონკურსის ფარგლებში სამინისტროში შევიდა 24 საპროექტო განაცხადი, მათგან 9 პროექტი დაფინანსდა. კონკურსის ბიუჯეტი შარშან 80.000 ლარი იყო.