ახალგაზრდებში არქეოლოგიის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

© Ministry of Culture, Sports and Youth of Georgiaარქეოლოგიური სამუშაოები
არქეოლოგიური სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
გამოწერა
პროექტის ფარგლებში არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოცდილ არქეოლოგებთან ერთად აწარმოონ გათხრები, მოიპოვონ არქეოლოგიური მასალები და დაამუშაონ ისინი შესაბამისი წესით.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ახალგაზრდებში არქეოლოგიის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად".
კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 20 ათას ლარს შეადგენს.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდა თაობაში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია, არქეოლოგიური კვლევა-ძიების თანამედროვე მეთოდოლოგიისა და აქტუალური პროცესების ხელშეწყობა, საველე არქეოლოგიური სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელების გზით ახალგაზრდებში პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
ახალგაზრდა ხელოვანთა ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა>>
უწყების ცნობით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს. უპირატესობა მიენიჭება არქეოლოგიური საველე სამუშაოების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილების მქონე კონკურსანტს.
იდენტური კონკურსი შარშან პირველად გამოცხადდა, რომლის ფარგლებში ოთხი პროექტი დაფინანსდა:
1.
„ზემო რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული არქეოლოგიური ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა, ფიქსაცია";
2.
„არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს";
3.
„უნდო კლდე 1-ის დათარიღება და სტუდენტების პრაქტიკა: სწავლება კვლევასთან ერთად";
4.
„,ხვამლის არქეოლოგიური ექსპედიცია ახალგაზრდებთან ერთად".
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 21 ივნისიდან 2022 წლის 30 ივნისის 12:00 საათამდე კულტურის სამინისტროში მატერიალური სახით, ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება არაუგვიანეს 2022 წლის 13 ივლისისა.
ყველა ახალი ამბავი
0