ახალგაზრდა ხელოვანთა ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს კულტურის სამინისტრო
საქართველოს კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
კონკურსის მიზანია ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა მოტივაციის გაზრდა, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებთან ინტეგრირება.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობის მიზნით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, კონკურსის მიზანია ხარისხიანი სახელოვნებო უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებთან ინტეგრირება, ასევე ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა მოტივაციის გაზრდა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
მათივე ინფორმაციით, საქართველოსა და უცხოეთში აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს 18-დან 35 წლის ასაკამდე ფიზიკურ პირს, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სწავლობს:
1.
საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე;
2.
უცხოეთის სასწავლებელში საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და მოპოვებული აქვს შესაბამისი სასწავლებლის თანადაფინანსება, არანაკლებ 25%-ისა.
მონაწილეს აღნიშნულ კონკურსში შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენა.
კონკურსში უპირატესობა შესაძლებელია მიენიჭოს კონკურსანტს, რომელიც უმაღლესი სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში განსაზღვრულ დეფიციტურ, მოთხოვნად პროფესიას ეუფლება.
კულტურის სამინისტრო საგუნდო მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით კონკურსს აცხადებს>>
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 1 ივნისიდან 2022 წლის 10 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით, ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ საჯარო გახდება სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არაუგვიანეს 28 ივნისისა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ანალოგიური კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 185.000 ლარს და მის ფარგლებში დაფინანსდა 22 ახალგაზრდის განათლება. აქედან 9 მონაწილის სწავლა დაფინანსდა საქართველოს, ხოლო 13 – აშშ-ის, ინგლისის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიის, ავსტრიის სახელოვნებო-საგანმანათლებლო სასწავლებლებში. წელს კი კონკურსის ბიუჯეტი 200.000 ლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0