https://sputnik-georgia.com/20220510/kulturis-saministro-konkurss-acxadebs-266556372.html
კულტურის სამინისტრო საგუნდო მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით კონკურსს აცხადებს
კულტურის სამინისტრო საგუნდო მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით კონკურსს აცხადებს
Sputnik საქართველო
კონკურსისთვის ბიუჯეტიდან 30.000 ლარია გამოყოფილი. 10.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-10T18:34+0400
2022-05-10T18:34+0400
2022-05-10T22:32+0400
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24345/71/243457108_0:149:2000:1274_1920x0_80_0_0_4f1cd0754e5de24f5821e81d9f861b5c.jpg
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საგუნდო მუსიკის შემსრულებელთა ეროვნული კონკურსი გამოაცხადა.უწყების ცნობით, კონკურსის მიზანია საგუნდო სიმღერის საშემსრულებლო ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია, საქართველოში საგუნდო კოლექტივების პოტენციალის რეალიზებისა და მათი საქმიანობის მხარდაჭერა, საგუნდო ხელოვნების როლის გააქტიურება კულტურისა და განათლების სფეროში.კონკურსისთვის გამოყოფილი თანხა 30.000 ლარია.საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 10 მაისიდან 19 მაისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით, ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.იდენტური კონკურსი 2021 წელსაც ჩატარდა. მისი ბიუჯეტი 20.000 ლარი იყო. მაშინ დაფინანსდა პროექტი, რომელმაც მოიცვა 13 ლოკაცია და 550 ბენეფიციარი. კერძოდ, პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართა წინასწარი საკონკურსო მოსმენა ორ ტურად. საუკეთესო შედეგის მქონე გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს გალა კონცერტში, სადაც განაწილდა საპრიზო ადგილები და გრან-პრი. ასევე პროექტის ფარგლებში ჩატარდა ლექცია-სემინარები, მასტერ-კლასები და ღია გაკვეთილები მონაწილე გუნდებისა და ქორმაისტერებისთვის.ინფორმაცია წლევანდელი გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება არაუგვიანეს 2022 წლის 3 ივნისისა.საკონკურსო პირობები სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
https://sputnik-georgia.com/20220510/kulturis-saministrom-konkursi-gamocxada-266555751.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24345/71/243457108_102:0:1882:1335_1920x0_80_0_0_c19dcecbdbc2f68487637a4e6e4dff7f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
კულტურა საქართველოში, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
კულტურის სამინისტრო საგუნდო მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით კონკურსს აცხადებს
18:34 10.05.2022 (განახლებულია: 22:32 10.05.2022) კონკურსისთვის ბიუჯეტიდან 30.000 ლარია გამოყოფილი.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საგუნდო მუსიკის შემსრულებელთა ეროვნული კონკურსი გამოაცხადა.
უწყების ცნობით, კონკურსის მიზანია საგუნდო სიმღერის საშემსრულებლო ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია, საქართველოში საგუნდო კოლექტივების პოტენციალის რეალიზებისა და მათი საქმიანობის მხარდაჭერა, საგუნდო ხელოვნების როლის გააქტიურება კულტურისა და განათლების სფეროში.
კონკურსისთვის გამოყოფილი თანხა 30.000 ლარია.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 10 მაისიდან 19 მაისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით, ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.
იდენტური კონკურსი 2021 წელსაც ჩატარდა. მისი ბიუჯეტი 20.000 ლარი იყო. მაშინ დაფინანსდა პროექტი, რომელმაც მოიცვა 13 ლოკაცია და 550 ბენეფიციარი.
კერძოდ, პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართა წინასწარი საკონკურსო მოსმენა ორ ტურად. საუკეთესო შედეგის მქონე გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს გალა კონცერტში, სადაც განაწილდა საპრიზო ადგილები და გრან-პრი. ასევე პროექტის ფარგლებში ჩატარდა ლექცია-სემინარები, მასტერ-კლასები და ღია გაკვეთილები მონაწილე გუნდებისა და ქორმაისტერებისთვის.
ინფორმაცია წლევანდელი გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება არაუგვიანეს 2022 წლის 3 ივნისისა.
საკონკურსო პირობები სრულად შეგიძლიათ იხილოთ
ბმულზე.