მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფრანგი მინისტრი: ევროკავშირი არ დააჩქარებს უკრაინის გაწევრიანების პროცედურას

© AFP 2024 / FREDERICK FLORIN
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. უკრაინას მიენიჭება ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი, თუმცა „დაჩქარებული პროცედურა ან რაიმე პრივილეგია“ არ იქნება, განაცხადა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა-დელეგატმა კლემან ბონმა.

„[უკრაინის წევრობის კანდიდატობის სტატუსი] ხუთშაბათ-პარასკევს დამტკიცდება. მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია. უკრაინა ხვალ ვერ გახდება ევროკავშირის წევრი“, — განუცხადა ბონმა რადიო Europt-1-ს.

ბოლო ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში მიიღეს, ხორვატიაა. გაერთიანების წევრი ის 2013 წლის 1 ივლისს გახდა — განაცხადის შეტანიდან 10 წლის შემდეგ.
დღეისათვის ევროკავშირში გაწევრიანებას ელოდებიან:
თურქეთი — 1987 წლიდან;
ჩრდილოეთ მაკედონია — 2004 წლიდან;
მონტენეგრო — 2008 წლიდან;
ალბანეთი — 2009 წლიდან;
სერბეთი — 2009 წლიდან.
უკრაინასთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადები წარადგინეს მოლდოვამ და საქართველომ. 17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა, საქართველოს კი უარი ეთქვა, თუმცა კომისიამ აღიარა „საქართველოს ევროპული მისწრაფებები“.
ამასთან ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინა 70%-ით შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. შესაბამისად, ქვეყანას არაერთი რეკომენდაცია მიეცა.
წყარო: Europt-1
ყველა ახალი ამბავი
0