საშიში ბაქტერიები: აქვს თუ არა ადუღებულ წყალს ვარგისიანობის ვადა?

© Pixabay / MasterTuxადუღებული წყალი ჩაიდანში
ადუღებული წყალი ჩაიდანში - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. არსებობს მოსაზრება, რომ 16 საათის გასვლის შემდეგ ადუღებულ წყალში დიდი რაოდენობით ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები გროვდება და ასეთი წყალი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას, წერს საიტი CCTV-1.
ეჭვების გასაფანტად სპეციალისტებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. ადუღებული წყალი ოთხ ნაწილად გაყვეს და სხვადასხვა დროით შეინახეს — ერთი ნაწილი მაშინვე შეამოწმეს, მეორე – 12 საათის შემდეგ, მესამე და მეოთხე კი, შესაბამისად, 24 და 48 საათის შემდეგ.
ელექტროჩაიდანი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
იწვევს თუ არა ელექტროჩაიდანში ადუღებული წყალი კიბოს: განმარტება და რეკომენდაციები
შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ 48 საათის წინ ადუღებულ წყალში ბაქტერიული კოლონიების საერთო რაოდენობა 180 მლ-ს აღწევდა, მაშინ, როცა სტანდარტი 100 მლ-ზე ნაკლებია. ხოლო წყალში, რომელიც უფრო ნაკლები დროის წინ იყო ადუღებული, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების, თერმოტოლერანტული კოლიფორმული ბაქტერიებისა და პათოგენური ბაქტერიების საერთო რაოდენობის ინდიკატორები ნორმის ფარგლებში იყო.
გარდა ამისა, როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, ასევე უსაფუძვლოა მტკიცება იმისა, რომ ადუღებულ წყალში გაცივების შემდეგ დიდი რაოდენობით გამოიყოფა ნიტრატები და ასეთი წყალი ნელი მოქმედების შხამია.
ამრიგად, ადუღებული წყლის გაცივების შემდეგ სმა არ წარმოადგენს დიდ საფრთხეს ჯანმრთელობისთვის, თუმცა უმჯობესია, რომ ეს რამდენიმე დღის წყალი არ იყოს.
ყველა ახალი ამბავი
0