იწვევს თუ არა ელექტროჩაიდანში ადუღებული წყალი კიბოს: განმარტება და რეკომენდაციები

© Pexels / Anna Pouელექტროჩაიდანი
ელექტროჩაიდანი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ზოგიერთი ადამიანი არჩევს არ გამოიყენოს ელექტროჩაიდანი იმის შიშით, რომ უჟანგავი ფოლადი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, რადგან ასეთ ჩაიდანში წყლის დუღილისას მანგანუმი გამოიყოფა და შესაძლებელია მოწამვლა.
მოდით გავერკვეთ, რამდენად შეესაბამება რეალობას ელექტროჩაიდანთან დაკავშირებული შიშები.
„Sputnik საქართველოს“ მიერ მომზადებული სხვა სასარგებლო რჩევები იხილეთ აქ >>
უპირველესად გავრკვეთ, რა არის მანგანუმი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქიმიური ელემენტი, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მანგანუმი ასრულებს ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა: ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის სტიმულირება, კალციუმის შეწოვა, სისხლში გლუკოზის დონის რეგულირება, ტვინისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირების მხარდაჭერა. მანგანუმის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის უარყოფითი შედეგები, განსაკუთრებით ნერვული სისტემისთვის.
თუმცა ჭარბი მანგანუმიც საზიანოა ორგანიზმისთვის, რადგან შეუძლია ხელი შეუშალოს რკინის შეწოვას და გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითად იმოქმედოს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე — გაზარდოს პარკინსონისა და სხვა დაავადებების განვითარების რისკი.
ტყავის ჩანთა - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2020
ტყავის ჩანთები სახიფათოა ჯანმრთელობისთვის: რაზე გვაფრთხილებს ექსპერტი
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მანგანუმის დეფიციტი ან სიჭარბე საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, თუ ადამიანი დაბალანსებულად იკვებება და შესაბამისი მიზეზების გარეშე არ იღებს საკვებ დანამატებს.
ელექტროჩაიდნები, როგორც წესი, მანგანუმიანი ფოლადის ან უჟანგავი ფოლადი 304-სგან მზადდება. რა განსხვავებაა მათ შორის?
უჰანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სწავლულების თქმით, განსხვავება ფოლადის ამ ორ სახეობას შორის მცირეა. კერძოდ კი ის, რომ მანგანუმიანი ფოლადი, უჟანგავ ფოლადთან შედარებით, მეტ მანგანუმსა და ნაკლებ ნიკელს შეიცავს, ახასიათებს დაბალი ანტიკოროზიული თვისება და უფრო მუქი ფერისაა. ამავე დროს შედარებით იაფი ღირს.
თუმცა, თუ მანგანუმიანი ფოლადის ჩაიდანი სტანდარტებს შეესაბამება, ის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ იქნება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მანგანუმი წყალში უხსნადი ელემენტია. მეტიც, ადამიანის ორგანიზმის მიერ მანგანუმის შეწოვის ალბათობა ძალიან დაბალია და მხოლოდ 1-5%-ს შეადგენს. დანარჩენი განავლით გამოიყოფა.
ასე რომ, თუ მანგანუმიანი ფოლადის ელექტროჩაიდანს იყენებთ, არ უნდა ინერვიულოთ. მტკიცება იმისა, რომ მასში წყლის დუღილისას ლითონი გამოიყოფა და ეს კიბოს იწვევს, მხოლოდ ჭორია.

რეკომენდაციები ელექტროჩაიდნებთან დაკავშირებით

იმისათვის, რომ ელექტროჩაიდანში ადუღებული წყალი ხარისხიანი იყოს, საჭიროა ყურადღება მიაქციოთ რამდენიმე პუნქტს.
ყიდვისას დახედეთ შეფუთვას — მასზე დატანილი უნდა იყოს შესაბამისი მარკირება „შეესაბამება სტანდარტს GB 9684-2011“, ან „უსაფრთხოა კვების პროდუქტებისთვის“.
რეგულარულად გაწმინდეთ ნადებისგან — ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვები სოდა. აიღეთ ნახევარი კოვზი სოდა, შეურიეთ ცოტა წყალი და წაუსვით ნარევი სუფთა ქსოვილზე. შემდეგ კი გაწმინდეთ ჩაიდანი ამ ქსოვილით და გამორეცხეთ სუფთა წყლით.

როგორ ავარჩიოთ ელექტროჩაიდანი

მასალის მიხედვით, ელექტროჩაიდანი შეიძლება იყოს სამი ტიპისა: მინის, კერამიკული და პლასტმასა-სილიკონის ნარევისა (ანუ სამგზავრო, დასაკეცი).
თუ მინის ჩაიდნის შეძენას აპირებთ, რეკომენდებულია უპირატესობა მიანიჭოთ ბოროსილიკატური მინისგან დამზადებულ ჩაიდანს.
კერამიკული ჩაიდნის შერჩევისას უნდა იყიდოთ ისეთი, რომლის შიდა ზედაპირი შეღებილი არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გამოიყოს ტოქსიკური ელემენტები.
რაც შეეხება დასაკეც ელექტროჩაიდანს, უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ პოლიპროპილენისგან დამზადებულს.
დაიმახსოვრეთ: ელექტროჩაიდნის ყიდვისას ყველაზე მნიშვნელოვანია სანდო მწარმოებლების მოდელების შერჩევა და ხარისხის სერტიფიკატების შემოწმება. ამ შემთხვევაში მასში ადუღებული წყალი უსაფრთხო იქნება.
წყარო: weixin
ყველა ახალი ამბავი
0