https://sputnik-georgia.com/20220621/wulukiani-aqcia-bevristvis-imedgacrueba-gaxda-267689370.html
წულუკიანი: აქცია ბევრისთვის იმედგაცრუება გახდა
წულუკიანი: აქცია ბევრისთვის იმედგაცრუება გახდა
Sputnik საქართველო
აქციის ორგანიზატორი – სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" ხელისუფლებას მასობრივ დაუმორჩილებლობას დაჰპირდა, თუ ის მოთხოვნების შესრულებაზე უარს განაცხადებს. 21.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-21T15:51+0400
2022-06-21T15:51+0400
2022-06-21T20:32+0400
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1d/249578366_787:94:3309:1513_1920x0_80_0_0_c80d1a1ca977d5c24e0404b1ca70e1e3.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. აქციის „შინ ევროპისკენ" ბევრი მონაწილე იმედგაცრუებული დარჩა, რადგან იქ იმისთვის არ წასულა, რომ რევოლუციის მოწყობის გეგმები ესმინა, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე.მრავალათასიანი აქცია გუშინ, 20 ივნისს გაიმართა. აქციაზე გამოცხადდა მანიფესტი სახალხო მოძრაობის შექმნის შესახებ, რომლის მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა იქნება. აქციის ორგანიზატორი – სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" ხელისუფლებას მასობრივ დაუმორჩილებლობას დაჰპირდა, თუ ის მოთხოვნების შესრულებაზე უარს იტყვის.მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე ბევრი მივიდა ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელოვნების იდეის მხარდასაჭერად. აქცია ევროკავშირის სამიტის წინ (23-24 ივნისი) გაიმართა, სადაც განიხილავენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს.„იქ იყვნენ ადამიანები, ვინც მართლა გულწრფელად ილტვის და მიისწრაფვის იქითკენ, რისკენაც მივისწრაფვით ჩვენ ყველანი და ქართული სახელმწიფო. ეს გახლავთ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა", – განაცხადა წულუკიანმა.ევროკომისიამ გასულ კვირაში გასცა რეკომენდაცია სტატუსის მინიჭების შესახებ უკრაინისა და მოლდოვისთვის, მაგრამ არა საქართველოსთვის. ევროკომისიამ 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.„უსამართლოა" - პრემიერი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე>>მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლები მოძრაობა „სირცხვილიას“ თავიანთი მთავარი ოპონენტის „ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულ ფრთად განიხილავენ.„ოცნების" ლიდერების განცხადებით, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ევროკომისიის დასკვნას ელოდებოდა, "ნაცმოძრაობა" და მისი მომხრეები ევროპას საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობდნენ. უფრო მეტიც, მმართველი პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს ძალას, რომელსაც ქვეყანაში სიტუაციის არევა, მისი ომში ჩაბმა და ამ ტალღაზე ხელისუფლებაში დაბრუნება სურს.„სირცხვილია" შემდეგ მასშტაბურ აქციას 24 ივნისს გეგმავს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ამ დროს გამოაცხადებენ სახალხო მოძრაობის მოთხოვნებს.ინიციატივის მიხედვით, სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო პარიტეტის პრინციპით შეიქმნება, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას ხმების უმრავლესობა ექნება. სახალხო მოძრაობა გააერთიანებს სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, სტუდენტობის, კულტურის, პროფკავშირების წარმომადგენლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1d/249578366_615:0:3346:2048_1920x0_80_0_0_fac01d24c05e7fdf2c06d420a237245d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
წულუკიანი: აქცია ბევრისთვის იმედგაცრუება გახდა
15:51 21.06.2022 (განახლებულია: 20:32 21.06.2022) აქციის ორგანიზატორი – სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" ხელისუფლებას მასობრივ დაუმორჩილებლობას დაჰპირდა, თუ ის მოთხოვნების შესრულებაზე უარს განაცხადებს.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. აქციის „შინ ევროპისკენ" ბევრი მონაწილე იმედგაცრუებული დარჩა, რადგან იქ იმისთვის არ წასულა, რომ რევოლუციის მოწყობის გეგმები ესმინა, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე.
მრავალათასიანი აქცია გუშინ, 20 ივნისს გაიმართა. აქციაზე გამოცხადდა მანიფესტი სახალხო მოძრაობის შექმნის შესახებ, რომლის მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა იქნება. აქციის ორგანიზატორი – სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" ხელისუფლებას მასობრივ დაუმორჩილებლობას დაჰპირდა, თუ ის მოთხოვნების შესრულებაზე უარს იტყვის.
„ამ ადამიანებიდან არაერთისთვის იყო გარკვეული იმედგაცრუება, რადგან ისინი არ მისულან იქ იმიტომ, რომ მოესმინათ გეგმები გადატრიალების შესახებ, და ისინი არ იყვნენ მოცული იმ მიზნით, რომ აქციაზე მისულიყვნენ რევოლუციის მოთხოვნით", – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე ბევრი მივიდა ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელოვნების იდეის მხარდასაჭერად. აქცია ევროკავშირის სამიტის წინ (23-24 ივნისი) გაიმართა, სადაც განიხილავენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს.
„იქ იყვნენ ადამიანები, ვინც მართლა გულწრფელად ილტვის და მიისწრაფვის იქითკენ, რისკენაც მივისწრაფვით ჩვენ ყველანი და ქართული სახელმწიფო. ეს გახლავთ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა", – განაცხადა წულუკიანმა.
ევროკომისიამ გასულ კვირაში გასცა რეკომენდაცია სტატუსის მინიჭების შესახებ უკრაინისა და მოლდოვისთვის, მაგრამ არა საქართველოსთვის. ევროკომისიამ 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლები მოძრაობა „სირცხვილიას“ თავიანთი მთავარი ოპონენტის „ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულ ფრთად განიხილავენ.
„ოცნების" ლიდერების განცხადებით, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ევროკომისიის დასკვნას ელოდებოდა, "ნაცმოძრაობა" და მისი მომხრეები ევროპას საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობდნენ. უფრო მეტიც, მმართველი პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს ძალას, რომელსაც ქვეყანაში სიტუაციის არევა, მისი ომში ჩაბმა და ამ ტალღაზე ხელისუფლებაში დაბრუნება სურს.
„სირცხვილია" შემდეგ მასშტაბურ აქციას 24 ივნისს გეგმავს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ამ დროს გამოაცხადებენ სახალხო მოძრაობის მოთხოვნებს.
ინიციატივის მიხედვით, სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო პარიტეტის პრინციპით შეიქმნება, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას ხმების უმრავლესობა ექნება. სახალხო მოძრაობა გააერთიანებს სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, სტუდენტობის, კულტურის, პროფკავშირების წარმომადგენლებს.