„საპარტნიორო ფონდს“ რეფორმირება ელოდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაციის შენობა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
გამოწერა
ფონდის მუშაობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. მთავრობამ „საპატრნიორო ფონდის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ახლა მისი რეფორმირება მოხდება.
„საპარტნიორო ფონდი“ არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, დაფუძნებული 2011 წელს. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება საქართველოში საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით ინვესტირების წახალისებაა. ამჟამად მთავრობა მისი რეფორმირების საკითხს განიხილავს.

„მიღებულია გადაწყვეტილება, სახელმწიფო გავიდეს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოდან და ის დაკომპლექტდეს დამოუკიდებელი პირებით, რაც ფონდს მეტ მოქნილობას მისცემს“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

ამასთან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფონდის მუშაობის გასაუმჯობესებლად კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოხდეს.
„საპარტნიორო ფონდის“, როგორც უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტის რეფორმირება ეფექტიანი საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროებს ფონდის საქმიანობის შესახებ კანონში მნიშვნელოვან ცვლილებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ფონდის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან მიმდინარეობს მსჯელობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში პარლამენტს წარედგინება.
„საპარტნიორო ფონდის“ ბაზაზე „საქართველოს განვითარების ფონდი“ შეიქმნება >>
„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ქვეყანაშია, ფონდისთვის პრიორიტეტული ექსპორტზე ორიენტირებული და მაღალტექნოლოგიური საწარმოების დაფინანსება უნდა გახდეს, რომელთა დაფინანსების წყაროებს ფონდი თავად მოიზიდავს. ასევე უმნიშვნელოვანესია, ფონდს ჰქონდეს მეტი მოქნილობა იმისთვის, რომ... განავითაროს ეკონომიკის ის დარგები და მიმართულებები, რომლებიც დღეს ინვესტიციების ნაკლებობას განიცდის, ან საერთოდ არ არის დაფინანსებული“, – ნათქვამია „საპარტნიორო ფონდის“ განცხადებაში.
ფონდის მიზანია თანამშრომლობის განვითარება საჯარო და კერძო სექტორებს შორის საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
ფონდი ფუნქციონირებს ოთხ სექტორში – ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და უძრავი ქონების. ფონდის ფინანსური მონაწილეობა შემოიფარგლება პროექტის მთლიანი კაპიტალის 49%-ით და პროექტის ჯამური ღირებულების 25%-ით. დანარჩენი კაპიტალი სტრატეგიული ინვესტორის მიერ იფარება.
დღეისათვის „საპარტნიორო ფონდი“ მართავს რამდენიმე სახელმწიფო კომპანიას, მათ შორის, საქართველოს რკინიგზას, ნავთობისა და გაზის კორპორაციას, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას.
წყარო - საპარტნიორო ფონდი
ყველა ახალი ამბავი
0