https://sputnik-georgia.com/20220621/moldovis-eqs-prezidents-sinapatimroba-erti-tvit-gauxangrzlives-267710912.html
მოლდოვის ექს-პრეზიდენტს შინაპატიმრობა ერთი თვით გაუხანგრძლივეს
მოლდოვის ექს-პრეზიდენტს შინაპატიმრობა ერთი თვით გაუხანგრძლივეს
Sputnik საქართველო
ექს-პრეზიდენტი განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს
2022-06-21T22:58+0400
2022-06-21T22:58+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
მოლდოვა
დსთ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267709604_0:0:2421:1362_1920x0_80_0_0_6d5c0cfe0d620ec8a3d8263f0e155cd3.jpg
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. კიშინიოვის ჩიოკანას (Ciocana) სექტორის სასამართლომ მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს იგორ დოდონს შინაპატიმრობა კიდევ 30 დღით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ დოდონმა ჟურნალისტებს სასამართლოდან გამოსავლისას განუცხადა.მან ასევე განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო პალატაში, იტყობინება „Sputnik-მოლდოვა“.მოლდოვის ექს-პრეზიდენტის იგორ დოდონის საქმემოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი 24 მაისს რამდენიმე ბრალდებით 72 საათით დააკავეს.გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა მარიანა კერპეკმა განაცხადა, რომ ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ანტიკორუფციულ პროკურატურასთან ერთად სამშაბათს დილით ჩაატარეს ჩხრეკა ყოფილი პრეზიდენტის სახლში, რომელიც ეჭვმიტანილია პასიურ კორუფციაში, პარტიის დაფინანსებაში დანაშაულებრივი ორგანიზაციის მიერ, უკანონო გამდიდრებასა და სახელმწიფო ღალატში.სისხლის სამართლის საქმე ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ გასულ კვირაში გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის დუმიტრუ რობუს ინიციატივით აღიძრა.იგორ დოდონს ბრალი ზემოაღნიშნული ოთხივე მუხლით 25 მაისს წაუყენეს. ანტიკორუფციულმა პროკურატურამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად 30-დღიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ჩიოკანას სექტორის სასამართლომ დოდონს შინაპატიმრობა 30 დღით, 23 ივნისამდე შეუფარდა. ახლა კი, ამ ვადის გასვლის შემდეგ სასამართლომ გადაწყვიტა დოდონს შინაპატიმრობა კიდევ 30 დღით გაუხანგრძლივოს.წყარო - Sputnik-მოლდოვა.
მოლდოვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267709604_255:0:2364:1582_1920x0_80_0_0_9ef0592df00ca0043bdc22c14f0ad81f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მოლდოვა ექს-პრეზიდენტი იგორ დოდონი შინაპატიმრობა ერთი თვე გახანგრძლივება
მოლდოვა ექს-პრეზიდენტი იგორ დოდონი შინაპატიმრობა ერთი თვე გახანგრძლივება
მოლდოვის ექს-პრეზიდენტს შინაპატიმრობა ერთი თვით გაუხანგრძლივეს
22:58 21.06.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) ექს-პრეზიდენტი განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. კიშინიოვის ჩიოკანას (Ciocana) სექტორის სასამართლომ მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს იგორ დოდონს შინაპატიმრობა კიდევ 30 დღით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ დოდონმა ჟურნალისტებს სასამართლოდან გამოსავლისას განუცხადა.
მან ასევე განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო პალატაში, იტყობინება „Sputnik-მოლდოვა“.
„როგორც მოსალოდნელი იყო, „რეფორმირებული იუსტიციის“ პირობებში მოსამართლეებმა გადაწყვიტეს შინაპატიმრობის 30 დღით გახანგრძლივება... სამწუხაროა, რომ პროკურორებმა გადაწყვიტეს განაგრძონ ზეწოლა ჩემს ოჯახზე, მაგალითად, ჩემს სიძეზე... ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. იმედია, ჩვენს არგუმენტებს იქ მოისმენენ“, – განაცხადა დოდონმა.
მოლდოვის ექს-პრეზიდენტის იგორ დოდონის საქმე
მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი 24 მაისს რამდენიმე ბრალდებით 72 საათით დააკავეს.
გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა მარიანა კერპეკმა განაცხადა, რომ ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ანტიკორუფციულ პროკურატურასთან ერთად სამშაბათს დილით ჩაატარეს ჩხრეკა ყოფილი პრეზიდენტის სახლში, რომელიც ეჭვმიტანილია პასიურ კორუფციაში, პარტიის დაფინანსებაში დანაშაულებრივი ორგანიზაციის მიერ, უკანონო გამდიდრებასა და სახელმწიფო ღალატში.
დოდონის სახლში ჩხრეკა 11 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჩხრეკა კიდევ 11 სხვა მისამართზე ჩატარდა. სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს დოდონის ერთ-ერთი ნათესავის სახლიც, რის შედეგადაც ისიც სამი დღით დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმე ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ გასულ კვირაში გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის დუმიტრუ რობუს ინიციატივით აღიძრა.
იგორ დოდონს ბრალი ზემოაღნიშნული ოთხივე მუხლით 25 მაისს წაუყენეს. ანტიკორუფციულმა პროკურატურამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად 30-დღიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ჩიოკანას სექტორის სასამართლომ დოდონს შინაპატიმრობა 30 დღით, 23 ივნისამდე შეუფარდა. ახლა კი, ამ ვადის გასვლის შემდეგ სასამართლომ გადაწყვიტა დოდონს შინაპატიმრობა კიდევ 30 დღით გაუხანგრძლივოს.