„დაიწყეთ ამით და ყველაფერი შეიცვლება. მე ამას გპირდებით“: ფსიქოლოგის სამი მარტივი რჩევა

© Pixabay / melissaflorსამი ქალი
სამი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
გამოწერა
ირკვევა, რომ ქალების უმრავლესობას მაინცდამაინც მამაკაცისგან სჭირდება დასტური იმისა, რომ მიმზიდველიცაა და წარმატებულიც.
ცნობილი ფსიქოლოგი მიხაილ ლაბკოვსკი განმარტავს, რომ ქალების ასეთი ქცევა მცდარია, და შესაბამის რჩევებსაც გასცემს სტატიაში სათაურით „ნუ უყურებთ თავს მამაკაცის თვალით“.
როგორც ირკვევა, ფსიქოლოგს ამ სტატიის დაწერა „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულმა მისივე პოსტმა აიძულა, რომელშიც ის ქალებს ურჩევდა, სექსი მხოლოდ მაშინ ჰქონდეთ, როცა ამის სურვილი უჩნდებათ, და არა იმიტომ, რომ მამაკაცი „შეაბან“.
პოსტი უცბად გახდა ძალიან პოპულარული და მკითხველებმა მის ქვეშ რამდენიმე ასეული კომენტარიც დატოვეს: „ასე ხომ ვერასდროს გავთხოვდები“, „მე არასდროს ვეუბნები მამაკაცს უარს სექსზე და ამიტომაც უამრავი თაყვანისმცემელი მყავს“... და ა.შ. მსგავს სტილში.
ამდენ კომენტარში მხოლოდ ერთი გოგონა წერდა იმას, რამაც ფსიქოლოგის ყურადღება მიიქცია: „ვერ ამჩნევთ, რომ პოსტში საუბარია ჩვენს საკუთარ სურვილებზე და არა იმაზე, როგორ მოვაწონოთ თავი მამაკაცს?“
და მიხაილ ლაბკოვსკიმ გადაწყვიტა, გარკვეული განმარტებები გაეკეთებინა და კონკრეტული რჩევები მიეცა ქალბატონებისთვის, რისთვისაც დაწერა კიდეც სტატია, რომელსაც აქვე გთავაზობთ.
ქალი და მამაკაცი ბუნებაში - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
ქალის ხუთი შეცდომა, ანუ რა აფრთხობს მამაკაცს: ცნობილი ფსიქოლოგი გირჩევთ
მიხაილ ლაბკოვსკი: იმით, რომ კაცები ფეხქვეშ „შტაბელებად“ გეგებიან, ღამეს შენი კარის წინ ატარებენ და უკან დაგდევენ, ნამდვილად ვერ გახდები ბედნიერი.
ამის დასტურად ყოველთვის მერილინ მონროს მაგალითი მომყავს ხოლმე: ომში მიმავალ ჯარისკაცებს გულისჯიბეში მისი ფოტო ედოთ, მერილინი უნდოდა ყველას, მაგრამ ის ღრმა დეპრესიაში და სრულიად მარტო გარდაიცვალა.
ანჯელინა ჯოლი, 21-ე საუკუნის ახალი „მერილინი“, უმძიმესი ბედის ადამიანია. მასზე მილიონები ოცნებობენ, ის კი იმას ცდილობს, როგორმე ოჯახი შექმნას და ბედნიერად იცხოვროს. თუმცა არ გამოსდის <...> დიახ, მან მიაღწია იმას, რომ მთელ მსოფლიოში უყვართ, მაგრამ ამას ბედნიერება არ მოუტანია.
გული მწყდება, რომ ქალები თავიანთ წარმატებებს, მიღწევებს, ნიჭს იმით ზომავენ, თუ როგორ ეკიდებიან მამაკაცები; რომ ძალიან ბევრი ქალისთვის თვითშეფასება პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, ჰყავს თუ არა პარტნიორი.
და თუ არ ჰყავთ, იწყებენ თამაშს სახელწოდებით „მოატყუე ბუნება“: დადიან კურსებზე, სადაც ასწავლიან „როგორ შევიყვაროთ საკუთარი თავი“, იკეთებენ გიჟურ ქიმიურ ნაერთებს სახის არეში, მთელ დღეებს სპორტდარბაზში ატარებენ... და არა იმიტომ, რომ მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ სურთ ვინმე სხვას მოაწონონ თავი — აბსტრაქტულ, რეალურად არარსებულ მამაკაცს, ან მამაკაცებს.
ვიზიტი ფსიქოლოგთან  - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2022
ცნობილი ფსიქოლოგის 10 ძალიან საჭირო რჩევა: აუცილებელია, იცოდეთ!
სწორედ მაშინ ქალის ცხოვრება ამერიკულ გორაკებს ემსგავსება: თუ ვინმეს მოსწონს, იფურჩქნება, თავს სიმაღლეზე გრძნობს. ხოლო თუ ერთ დღესაც მამაკაცი არ დაურეკავს, კოსმეტოლოგების, სტილისტების, პიროვნული ზრდის ტრენერების მიერ შექმნილი მისი თვითშეფასება მაშინვე უფსკრულში ინთქმება და ისიც ახალ რბოლას იწყებს: კურსები, წიგნები, კოსმეტოლოგი, სპორტდარბაზი. მაგრამ ეს რბოლა ფინიშისკენ სვლა კი არ არის, არამედ ჩაკეტილ წრეზე ტრიალია.
უფრო ცუდი კი ისაა, რომ თაყვანისმცემლების ჯარი და მამაკაცებში არნახული წარმატების თემა ყველაზე მეტად იმათ აღელვებთ, ვისაც პირადი ცხოვრება არა და არ ეწყობათ. და აქ იწყება ტუბერკულოზის მკურნალობა მრავალძარღვათი. ქალები ცდილობენ ისწავლონ, როგორ გამოიწვიონ სიმპათია, ჰგონიათ, რომ არ არიან საკმარისად გამხდარი/ მაღალი / მკერდსავსე, არასწორად ესაუბრებიან მამაკაცებს, არასწორად უჭირავთ ჩანგალი და არასწორად იყურებიან. ხოლო თუ მძივების, იატაკამდე „იუბკების“ ან ხავერდის კაბებისა და 11-სანტიმეტრიანი ქუსლების ტარებას დაიწყებენ, მაშინ ყველაფერი აუცილებლად შეიცვლება.
მაგრამ, სამწუხაროდ, სინამდვილეში მსგავსი არაფერი ხდება. ქალი კვლავ მარადიულ რბოლაში ჩართული რჩება და როგორც უნდა ეცადოს ძნელად მისაწვდომ თოვლის დედოფლად იქცეს, რეალურ ცხოვრებაში ის იქნება ქალი, რომელიც მზადაა ყველაფრისთვის, ნებისმიერი დრამისთვის, ოღონდ ვინმეს უყვარდეს.
იცით, რატომ არ მუშაობს ეს ყველაფერი? იმიტომ რომ საკუთარი თავი არ გიყვართ, საკუთარი სურვილებისთვის ანგარიშის გაწევა არ გისწავლიათ, იგივე სექსში საკუთარი მოთხოვნილებების პატივისცემა არ იცით. მაშინაც კი, თუ წარმატებას მიაღწევთ და მეორე მერილინი ან მესამე ჯოლი გახდებით, შიგნით არაფერი შეიცვლება — თქვენი ფანჯრების ქვეშ მოტრფიალეთა მთელი გუნდიც რომ დადგეს, ბედნიერი მაინც ვერ გახდებით.

დაიმახსოვრეთ სამი მარტივი რამ:

იყო ლამაზი, მდიდარი და ცნობილი — ეს შესანიშნავია. მაგრამ ეს არ არის ბედნიერების გარანტია. ბედნიერებას საერთოდ არ აქვს მზა სცენარი.
სიყვარული მხოლოდ უპირობოა. მამაკაცი სილამაზით შეიძლება აღფრთოვანდეს, ნიჭს პატივი სცეს, ქალურობა დააფასოს, მაგრამ სიყვარულით უბრალოდ უყვარს. მაშინაც კი, თუ არც სილამაზეა, არც ნიჭი და არც ქალურობა, სამაგიეროდ არის ცუდი ხასიათი ან რაღაც სხვა „არაიდეალური“.
თუ საკუთარი თავი არ გეყვარებათ, ისეთი, როგორიც ხართ, სხვისი სიყვარული ნამდვილად ვერ გაგახარებთ. აქ სხვა ვარიანტები არ არსებობს.
ჩემო ძვირფასებო, ბოლოს და ბოლოს, დაიწყეთ საკუთარი თავის პატივისცემა. ოღონდ საკუთარი თავის პატივისცემა „მიუვალობის“ თამაში და საკუთარი ღირსების გაბერვა კი არ არის, არამედ იმ სურვილის წინააღმდეგ სვლაა, რომ ვიღაცას მოეწონოთ.
ისწავლეთ საკუთარი აზრის, საკუთარი სურვილების, გარეგნობის დაფასება – როგორიც უნდა იყოს ის. დაიწყეთ ამით და ყველაფერი ნამდვილად შეიცვლება. მე ამას გპირდებით.
ყველა ახალი ამბავი
0