ქალის ხუთი შეცდომა, ანუ რა აფრთხობს მამაკაცს: ცნობილი ფსიქოლოგი გირჩევთ

© Pixabay / sasintქალი და მამაკაცი ბუნებაში
ქალი და მამაკაცი ბუნებაში - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
გამოწერა
ქალების დიდი ნაწილი ხშირად უშვებს ისეთ შეცდომებს — სრულიად უნებლიეთ — რომელთა „წყალობითაც“ მამაკაცები თავქუდმოგლეჯილები გარბიან მათგან.
რა შეცდომებია ეს და რას უნდა მოერიდოთ, თუ საყვარელი მამაკაცის შენარჩუნება გსურთ, ცნობილი ფსიქოლოგი მიხაილ ლაბკოვსკი გასწავლით.
შეცდომა პირველი — ნუ დატვირთავთ მას თქვენი პრობლემებით. კაცს ისე არაფერი აშინებს, როგორც ქალის ბედზე პასუხისმგებლობის მყისიერი მიღება.
მამაკაცი ფრაზას „როგორც იქნა, შეგხვდი, შენ ჩემი ხსნელი ხარ“, აღიქვამს როგორც მის კისერზე დაჯდომის მცდელობას, რის სანაცვლოდაც არაფერს სთავაზობენ.
ის ამ დროს თავს ცოცხალ ადამიანად კი არ გრძნობს, არამედ სხვისი პრობლემების მომგვარებელ მოწყობილობად. თანაც საერთოდ არ ესმის, რატომ უნდა მოაგვაროს მან ვიღაცის პრობლემები.
შეცდომა მეორე — მატერიალური პრეტენზიების დაუყოვნებლად დაფიქსირება.
ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა: „ტელეფონი მიჭედავს, უკვე დაძველდა, მაგრამ ახლის ფული არ მაქვს“; „მალე ჩემი დაბადების დღეა. გადახდა მინდა, მაგრამ საშუალება არ მაქვს“ — მამაკაცი აღიქვამს მესიჯად „შენგან მხოლოდ ფული მჭირდება.
ასეთი ფრაზები მხოლოდ ძალიან შეზღუდულ ქალებს ეჩვენებათ დახვეწილ მინიშნებად.
ქალები მანქანის ძარაზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2019
როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს - მეცნიერული კვლევის შედეგები
შეცდომა მესამე — ურთიერთობის დასაწყისშივე იმის თქმა, რომ მხოლოდ ისეთ მამაკაცთან გსურთ ურთიერთობა, რომელსაც თქვენ მიმართ სერიოზული განზრახვები აქვს, მისი დაფრთხობის კიდევ ერთი გზაა.
არადა, კონკრეტული მამაკაცი შესაძლოა არც გამორიცხავდეს მომავალში ქალის მიმართ შორს მიმავალ გეგმებს, მაგრამ მეორე, მესამე ან მეხუთე პაემანზე მას ეს ჯერ ვერ ეცოდინება.
ის ჯერ მხოლოდ გსწავლობთ, გაკვირდებათ, თქვენ კი ლამის პირდაპირ ეუბნებით, ან ცოლად მომიყვან, ან უნდა დავშორდეთო.
ასეთ შემთხვევაში კაცების 99% გაქცევას არჩევს, რათა ვინმემ ცხვარივით არ ჩააბას საბელი.
შეცდომა მეოთხე — ძველი სიყვარულის, წინა ქორწინების, ურთიერთობების ისე გახსენება, როგორც კოშმარისა, სადაც მთავარი ბოროტმოქმედი მამაკაცი იყო.
პოტენციური პარტნიორისთვის ლამის გაცნობისთანავე იმის მოყოლა, თუ რა მძიმე ცხოვრება გამოგატარათ ყოფილმა ქმარმა (ან შეყვარებულმა), მამაკაცების უმეტესობაზე ნეგატიურად მოქმედებს.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ყოფილი არც ისე წესიერი ადამიანი იყო, ახალგაცნობილ მამაკაცთან მისთვის ტალახის სროლა არ შეიძლება.
სხვათა შორის, ამავე პრინციპით მოქმედებენ დამსაქმებლებიც კანდიდატთან გასაუბრებისას: არავის მოსწონს, როდესაც ვაკანსიის მძებნელი თავის წინა დამსაქმებელს ლანძღავს — ეს ცუდი ტონია.
ქალის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2017
როგორი სიყვარული შეუძლიათ ქალებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცს, რომლის წინაშეც თქვენს ყოფილ პარტნიორს „აშავებთ“, მშვენივრად ესმის, რომ თუ თქვენს შორისაც მოხდება რამე სერიოზული კონფლიქტი, მასაც ლაფის დასხმა ელის.
შეცდომა მეხუთე — იმის დამალვა, რომ შვილი გყავთ. ქალებმა იციან თქმა, ჩვენ შორის ჯერ სერიოზული არაფერი ხდება, რა საჭიროა ვუთხრა, რომ შვილი მყავს, მერე ვეტყვიო.
მაგრამ, აბა, წარმოიდგინეთ, რომ კაცი ცრუობდეს ესოდენ უხეშად — ხუთი ან მეტი პაემნის განმავლობაში თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე არაფერი გითხრათ, მერე კი უცებ სხვათა შორის გაგიტაროთ, ჰო, მართლა შვილი მყავსო.
ქალის ასეთი ქცევა მამაკაცს ძალიან აფრთხობს, რადგან ნორმალურ დედას არ შეუძლია არ ახსენოს შვილი საუბრისას. ბავშვი დედის ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია, ამიტომ, თუ ის მას არ ახსენებს, მამაკაცი იფიქრებს, რომ შვილი არ გაინტერესებთ, რომ ის უმნიშვნელოა (რაც საშინელებაა) თქვენთვის. ან ათვლის, რომ მას მიიჩნევთ ისეთ ადამიანად, რომელსაც თქვენი შვილი შეაშინებს. ეს კი მას სწყინს და შეურაცხყოფს.
დაბოლოს, როგორც ფსიქოლოგი წერს, ურთიერთობის საწყის ეტაპზე ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც მნიშვნელოვანიაერთმანეთის გაცნობა, რათა მიხვდნენ, ნამდვილი მეწყვილე იპოვეს თუ სრულიად განსხვავებულ ადამიანთან აქვთ საქმე .

„ისაუბრეთ თქვენს გატაცებებზე, თქვით, რა გახარებთ ან გაღიზიანებთ, გაიხსენეთ ბავშვობა, მეგობრები. მაგრამ ნუ ეცდებით, თავი ძალიან კარგი მხრიდან წარმოაჩინოთ. იმედგაცრუება ყოველთვის უფრო მტკივნეულია, ვიდრე ის, რომ თავიდანვე ისეთი დაენახოთ მამაკაცს, როგორიც სინამდვილეში ხართ“, — ამბობს ლაბკოვსკი.

სპეციალისტის თქმით, წარმატებული და ბედნიერი ურთიერთობების საიდუმლო — ეს პარტნიორების ორმხრივი გულწრფელობა, პატიოსნება და გახსნილობაა.

ყველა ახალი ამბავი
0