https://sputnik-georgia.com/20220621/borjomis-qarxnebis-menejmentma-da-tanamsromlebma-setanxmeba-gaaformes-267703297.html
„ბორჯომის“ ქარხნების ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა შეთანხმება გააფორმეს
„ბორჯომის“ ქარხნების ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა შეთანხმება გააფორმეს
Sputnik საქართველო
წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად დასაქმებულები ქარხანაში მუშაობას განაგრძობენ, განაცხადეს შრომის სამინისტროში
2022-06-21T19:21+0400
2022-06-21T19:21+0400
2022-06-21T22:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/15/251794843_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_e0f2efc669361d28eb1ff599022dc3af.jpg
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. შრომითი მედიაცია „IDS ბორჯომი საქართველოს" მენეჯმენტსა და ქარხნების თანამშრომლებს შორის შეთანხმებით დასრულდა, ნათქვამია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.„ბორჯომის" თანამშრომლებმა უვადო გაფიცვა 31 მაისს გამოაცხადეს. აქციის მონაწილეები ორთვიანი სახელფასო დავალიანების გადახდას, უვადო შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას და გათავისუფლებული 50-მდე თანამშრომლის უპირობოდ აღდგენას მოითხოვდნენ.მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.როგორც მანამდე თავად პრემიერმა განაცხადა, „IDS ბორჯომი საქართველოში" დასაქმებული თითოეული თანამშრომლის უფლებები დაცული იქნება.შეთანხმებას მხარეებმა ხელი ბორჯომში მოაწერეს. შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და სახელმწიფო რწმუნებული სამცხე- ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი.„ბორჯომის“ ქარხნების მუშების გაფიცვა დასრულდა: რაზე შეთანხმდნენ მხარეები >>IDS Borjomi-ში ფინანსური პრობლემების შესახებ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ გამოიწვია, აპრილის ბოლოს გახდა ცნობილი. ფინანსური პრობლემების ფონზე 19 მაისს კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას. აღინიშნა, რომ თუ მთავრობა დათანხმდებოდა წინადადებას, ქარხნებში მინერალური წყლის წარმოება სრულად განახლდებოდა.წყარო - დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/15/251794843_160:0:1120:720_1920x0_80_0_0_0786ed5dd143b86ef256f8f860c76cf3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„ბორჯომი“ ქარხნები ხელმძღვანელობა თანამშრომლები შეთანხმება გაფორმება
„ბორჯომი“ ქარხნები ხელმძღვანელობა თანამშრომლები შეთანხმება გაფორმება
„ბორჯომის“ ქარხნების ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა შეთანხმება გააფორმეს
19:21 21.06.2022 (განახლებულია: 22:59 21.06.2022) წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად დასაქმებულები ქარხანაში მუშაობას განაგრძობენ, განაცხადეს სამინისტროში.
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. შრომითი მედიაცია „IDS ბორჯომი საქართველოს" მენეჯმენტსა და ქარხნების თანამშრომლებს შორის შეთანხმებით დასრულდა, ნათქვამია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
„ბორჯომის" თანამშრომლებმა უვადო გაფიცვა 31 მაისს გამოაცხადეს. აქციის მონაწილეები ორთვიანი სახელფასო დავალიანების გადახდას, უვადო შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას და გათავისუფლებული 50-მდე თანამშრომლის უპირობოდ აღდგენას მოითხოვდნენ.
„წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად დასაქმებულები ქარხანაში მუშაობას განაგრძობენ და „IDS ბორჯომი საქართველო" სრულფასოვნად ფუნქციონირებას უახლოეს პერიოდში აღადგენს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.
როგორც მანამდე თავად პრემიერმა განაცხადა, „IDS ბორჯომი საქართველოში" დასაქმებული თითოეული თანამშრომლის უფლებები დაცული იქნება.
შეთანხმებას მხარეებმა ხელი ბორჯომში მოაწერეს. შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და სახელმწიფო რწმუნებული სამცხე- ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი.
IDS Borjomi-ში ფინანსური პრობლემების შესახებ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ გამოიწვია, აპრილის ბოლოს გახდა ცნობილი. ფინანსური პრობლემების ფონზე 19 მაისს კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას. აღინიშნა, რომ თუ მთავრობა დათანხმდებოდა წინადადებას, ქარხნებში მინერალური წყლის წარმოება სრულად განახლდებოდა.