https://sputnik-georgia.com/20220620/saqartvelos-prezidentma-aqciis-monawileebs-mimarta-267663423.html
საქართველოს პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მიმართა
Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა თავის კოლეგას წერილებს გაუგზავნის, რათა დაიცვას ქვეყნის ინტერესები ევროსაბჭოს გადამწყვეტ სხდომამდე
2022-06-20T21:27+0400
2022-06-20T21:27+0400
2022-06-20T23:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/10/267540079_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_2671b1a5a2bc6c5619109f141147e7a5.jpg
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ამ დღემ ექსცესების გარეშე, მშვიდობიანად უნდა ჩაიაროს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხისადმი სპეციალურ მიმართვაში.რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტთან 20 ივნისის აქციას არ დაესწრებოდა მისი პოლიტიკური შინაარსის გამო.მან სამართალდამცველებსაც მიმართა და მოუწოდა მათ, უზრუნველყონ მშვიდობიანი გარემო აქციაზე.„ვინაიდან ეს მშვიდი კადრები იქნება ის, რაც გავა ევროპის ყველა ეკრანზე და ეს იქნება ერთ-ერთი ნაწილი იმ გადაწყვეტილების, რაც არის მისაღები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გამოიყენებს სამიტამდე დარჩენილ დღეებს და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან გაგზავნის წერილებს, რათა საქართველო ევროპის ნაწილი გახდეს.მისი სიტყვებით, ის გაავრცელებს ასევე მიმართვას სოციალურ ქსელში, რათა ყველას აჩვენოს, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროპული მომავალი.პარლამენტის შენობასთან აქციაზე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მხარდასაჭერად ათეულობით ათასი ადამიანია შეკრებილი.აქცია ევროკავშირის 23-24 ივნისისთვის დაგეგმილი სამიტის მოლოდინში ტარდება. სამიტზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავენ. გასულ კვირაში ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინას და მოლდოვას, ხოლო საქართველოს ჯერ კონკრეტული პირობების შესრულება ურჩია.„შინ ევროპისკენ“: თბილისში მრავალათასიანი აქცია დაიწყო >>რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, სტუდენტური გაერთიანებები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან.აქციის ორგანიზატორია ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ მოძრაობას თავიანთი მთავარი კონკურენტის „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთას უწოდებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/10/267540079_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_58fce7451b9c1f354490bca6868804a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქცია მონაწილეები მიმართვა მისალმება
საქართველო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქცია მონაწილეები მიმართვა მისალმება
საქართველოს პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მიმართა
21:27 20.06.2022 (განახლებულია: 23:54 20.06.2022) სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ყველა თავის კოლეგას წერილებს გაუგზავნის, რათა დაიცვას ქვეყნის ინტერესები ევროკავშირის საბჭოს გადამწყვეტ სხდომამდე.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ამ დღემ ექსცესების გარეშე, მშვიდობიანად უნდა ჩაიაროს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხისადმი სპეციალურ მიმართვაში.
რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტთან 20 ივნისის აქციას არ დაესწრებოდა მისი პოლიტიკური შინაარსის გამო.
„მინდა მივესალმო აქედან ყველა იმ ადამიანს, ვინც აპირებს გამოსვლას დღეს დემონსტრაციის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სახე და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი. ჩვენ ვიცით რა გვინდა, როგორი ევროპა და როგორი საქართველო გვინდა, ეს არის, რაც უნდა ვაჩვენოთ. მინდა მივმართო ყველას, რომ აქ არავინ მოვიდეს რამე ექსცესებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან სამართალდამცველებსაც მიმართა და მოუწოდა მათ, უზრუნველყონ მშვიდობიანი გარემო აქციაზე.
„ვინაიდან ეს მშვიდი კადრები იქნება ის, რაც გავა ევროპის ყველა ეკრანზე და ეს იქნება ერთ-ერთი ნაწილი იმ გადაწყვეტილების, რაც არის მისაღები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გამოიყენებს სამიტამდე დარჩენილ დღეებს და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან გაგზავნის წერილებს, რათა საქართველო ევროპის ნაწილი გახდეს.
„ვაგზავნით წერილებს ყველა ჩემს კოლეგასთან, რათა ჩვენი ინტერესები დავიცვათ ევროპული საბჭოს ამ გადამწყვეტ სხდომამდე, ჩვენი ბოლო არგუმენტები რომ წარვადგინო“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მისი სიტყვებით, ის გაავრცელებს ასევე მიმართვას სოციალურ ქსელში, რათა ყველას აჩვენოს, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროპული მომავალი.
პარლამენტის შენობასთან აქციაზე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მხარდასაჭერად ათეულობით ათასი ადამიანია შეკრებილი.
აქცია ევროკავშირის 23-24 ივნისისთვის დაგეგმილი სამიტის მოლოდინში ტარდება. სამიტზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავენ. გასულ კვირაში ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინას და მოლდოვას, ხოლო საქართველოს ჯერ კონკრეტული პირობების შესრულება ურჩია.
რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, სტუდენტური გაერთიანებები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან.
აქციის ორგანიზატორია ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ მოძრაობას თავიანთი მთავარი კონკურენტის „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთას უწოდებენ.