„შინ ევროპისკენ“: თბილისში მრავალათასიანი აქცია დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerაქცია პარლამენტთან. 20.06.2022
აქცია პარლამენტთან. 20.06.2022 - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
გამოწერა
აქციის ორგანიზატორია ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ათეულ ათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის წინ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მხარდასაჭერად.
აქცია ევროკავშირის 23-24 ივნისისთვის დაგეგმილი სამიტის მოლოდინში ტარდება. სამიტზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავენ. გასულ კვირაში ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინას და მოლდოვას, ხოლო საქართველოს ჯერ კონკრეტული პირობების შესრულება ურჩია.
© photo: Sputnik / Stringerაქცია პარლამენტთან. 20.06.2022
Акция протеста сторонников оппозиции у здания парламента Грузии 20 июня 2022 года - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
აქცია პარლამენტთან. 20.06.2022
რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, სტუდენტური გაერთიანებები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან.
აქციის ორგანიზატორია ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ მოძრაობას თავიანთი მთავარი კონკურენტის „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთას უწოდებენ.
ხელისუფლება სწორედ „ნაცმოძრაობას“ და მის მხარდამჭერებს ადანაშაულებს იმაში, რომ ისინი თავიანთი ლობისტების მეშვეობით დასავლეთს საქართველოს წინააღმდეგ განაწყობენ, რათა ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს.
აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია შსს-ს ძალები.
აქციის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და აქციაზე სიმშვიდის შენარჩუნების დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მანამდე პრეზიდენტმა როგორც „ქართული ოცნება“, ისე ოპოზიცია დაადანაშაულა იმაში, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა.
ყველა ახალი ამბავი
0