პირველად ისტორიაში: წითელი ჯვრის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი ქართველი გახდა

© courtesy of Georgia Red Cross Societyნათია ლოლაძე
ნათია ლოლაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
გამოწერა
აღნიშნულ თანამდებობამდე ლოლაძე საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია ლოლაძის არჩევას 192 ქვეყნის წარმომადგენლობამ დაუჭირა მხარი. ასეთი ფართო კონსენსუსი და ნდობა წლების განმავლობაში საქართველოს წითელი ჯვრის მიერ შესრულებულმა სამუშაოებმა განაპირობა.
მათი ცნობით, ეს გამარჯვება დიდი პატივია როგორც საქართველოს წითელი ჯვრისთვის, ასევე მთლიანად საქართველოსთვის. გარდა ამისა, ვიცე-პრეზიდენტობა შესაძლებლობების ახალ ფანჯარას ხსნის, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული ორგანიზაციის მუშაობას საქართველოში.

„ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში გავაკეთებ ყველაფერს ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა მხარი დავუჭირო წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებების განვითარებასა და გაძლიერებას. რადგან სწორედ ძლიერი ეროვნული საზოგადოება არის ის, რაც საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ დროული და ეფექტური რეაგირება ადამიანთა საჭიროებებზე ადგილობრივ დონეზე“, – განაცხადა ნათია ლოლაძემ.

ორგანიზაციაში ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოს წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისთვის ეს არ არის პირველი საერთაშორისო აღიარება. 2017 წელს საქართველოს წითელი ჯვარი, პირველად თავის 100-წლიან ისტორიაში, გახდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის 20-კაციანი მმართველი საბჭოს წევრი.
© Courtesy of Georgia Red Cross Society ნათია ლოლაძე
Вице-президент Международной федерации обществ Красного Креста и Красного Полумесяца Натия Лоладзе - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
ნათია ლოლაძე
გარდა ამისა, 2022 წელს საქართველოს წითელი ჯვარი თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა დონორი ორგანიზაცია, რასაც ემატება ისიც, რომ საქართველო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ევროპის მე-11 რეგიონული კონფერენციის მასპინძელი იყო.
ნათია ლოლაძის საქმიანობა საქართველოს წითელი ჯვრის ეროვნულ საზოგადოებაში 2002 წელს მოხალისეობით დაიწყო. 2008 წლის ომის შემდეგ ნათიამ გადაწყვიტა, რომ მისი კარიერა ჰუმანიტარული საქმიანობისთვის საბოლოოდ დაეკავშირებინა და მას შემდეგ საქართველოს წითელი ჯვრის წევრებთან ერთად ყოველდღიურად მუშაობს საჭიროების მქონე ადამიანების დასახმარებლად.

„ნათია ლოლაძისა და საქართველოს წითელი ჯვრის მიერ შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, მათ შორისაა ისეთი საქმეები, როგორიცაა ბოლო წლებში განვითარებული პანდემიის პირობებში საქართველოში ვაქცინის შემოტანაში მნიშვნელოვანი წვლილის შესრულება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობა მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული ასოციაციაა. ის წარმოდგენილია ყველა ქვეყანაში და სარგებლობს მილიონობით მოხალისის მხარდაჭერით.
„საერთაშორისო წითელი ჯვარი“ საქართველოში რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბს ააშენებს>>
მოძრაობა შედგება: წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის 192 ეროვნული საზოგადოებისა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციისგან.
ყველა ახალი ამბავი
0