„საერთაშორისო წითელი ჯვარი“ საქართველოში რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბს ააშენებს

© Facebook / Georgia Red Cross Societyნათია თურნავა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანთან ჯაგან ჩაპაგაინთან შეხვედრაზე
ნათია თურნავა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანთან ჯაგან ჩაპაგაინთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
გამოწერა
მთავრობა ორგანიზაციას რუსთავში 3 ჰექტარზე მეტი ფართობის მიწას გადასცემს.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება“ საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ლოგისტიკურ ჰაბს ააშენებს, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.
რეგიონული მნიშვნელობის ლოგისტიკური ჰაბის ასაშენებლად მთავრობა ორგანიზაციას ქალაქ რუსთავში 3 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას გადასცემს, სადაც მოეწყობა დიდი საწყობების სისტემა.
„ეს იქნება ადგილი, სადაც მთელი რეგიონი შეძლებს ჩაატაროს ერთობლივი ტრენინგები, ასევე საიდანაც მოხდება მთელი რეგიონის მომარაგება საჭირო აღჭურვილობითა და მასალებით. გარდა ამისა, ეს შეიტანს თავის კონტრიბუციას ჩვენს ეკონომიკაში, ვინაიდან გაიზრდება სატრანსპორტო გადაზიდვები და ადგილზე ხელს შეუწყობს დასაქმებას", – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანთან ჯაგან ჩაპაგაინთან შეხვედრაზე.
წითელი ჯვრის აქცია თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2020
საქართველოს წითელი ჯვარი სრულად მობილიზებულია – მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიები
მინისტრის თქმით, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ 100 წელზე მეტია მუშაობს და ყოველთვის მხარს უჭერს ქვეყანას, მათ შორის ისეთი დიდი გამოწვევის დროს, როგორიცაა COVID-19-ის პანდემია. მინისტრის თქმით, „წითელი ჯვრის საზოგადოება“ ძალიან დაეხმარა საქართველოს პანდემიის დროს და დღემდე ეხმარება მასთან გამკლავებაში და სწრაფ რეაგირებაში.
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ აქტიურად არის ჩართული ქვეყნის მოსახლეობის მასობრივი იმუნიზაციის ეფექტურ და უსაფრთხო განხორციელებაში. მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველომ ორგანიზაციისგან Sinopharm-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0