ძვირფასი ჯილდო პოეტისთვის - როგორ გახდეს ჩვეულებრივი ქალი ლედი?

© courtesy of Mari Tabagariშვილთან ერთად
შვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
გამოწერა
„მოვიმარჯვებ ფურცლებს და საწერ კალამს. დავფიქრდები, როგორ დავიწყო და უცებ დამაფრინდება თავზე ლექსის მუზა, გასაქანს არ მაძლევს. ნოველას ფეხს დაუბაკუნებს და ისიც დამფრთხალი ბეკეკასავით გარბის სადღაც დასაკარგავში. ფურცელზე კი ლექსი მორაკრაკებს“...
ასე იბადება პოეტის, ჟურნალისტის, მხატვარი-დეკორატორის, სცენარისტისა და პედაგოგის მარი თაბაგარის პოეტური სტრიქონები. ამავე დროს ის „ლიტერატურის მთარგმნელთა ასოციაციის" წევრი გახლავთ.
არის რამდენიმე პოეტური კონკურსის გამარჯვებული: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი", წმინდა ილია მართლის სახელობის და რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის" კონკურსი, არის ქრისტიანული პოეზიის კონკურსის „წმინდა ნინოს ჯვარის" პრიზიორი.
© photo: courtesy of Mari Tabagariმარი თაბაგარი
მარი თაბაგარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
მარი თაბაგარი
- ქალბატონო მარი, როგორც გავიგე, წერა ადრეულ ასაკში დაგიწყიათ...
- ლექსებს ექვსი წლიდან ვწერ და ჩემი პირველი ლექსი გაზაფხულს ეძღვნება. ბუნება, სამშობლო, მეგობრები, პოეზია იყო ლექსების ძირითადი თემა. დღემდე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას. რამდენიმე ლექსი მისთვისაც მიმიძღვნია. ეროვნული მოძრაობის წლებმა ჩემი შემოქმედების ის პერიოდი პატრიოტული მოტივით აავსო. ზედმეტად ემოციური ვარ, ამიტომ ემოციის ფონზე მოსულმა მუზამ ხშირად დაიდო ბინა თეთრ ფურცლებზე.
© photo: courtesy of Mari Tabagariმარი თაბაგარი
მარი თაბაგარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
მარი თაბაგარი
- დღეს მთარგმნელთა ასოციაციის წევრი ხართ, როდის დაიწყეთ ლექსების თარგმნა?
- თარგმნა რომ დავიწყე, ეს ბატონი ალექსანდრე ელერდაშვილის დამსახურებაა. ადამიანის, რომლის ღვაწლზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. ბატონი ალექსანდრეს რედაქტორობით გამოიცა „გაზაფხულის პოეტური ალმანახი". ასოციაციაში მუდამ ფუსფუსი გვაქვს, მუშაობა სხვა გამოცემებზეც დაწყებულია. თარგმნა მარტივი ნამდვილად არ არის. უნდა გაეცნო იმ პოეტის ბიოგრაფიას, შემოქმედებას, ვისაც თარგმნი, რომ რაღაც დონეზე მოახერხო და მისი სულიერი მხარე დაინახო.
© photo: courtesy of Mari Tabagariმარი თაბაგარი
მარი თაბაგარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
მარი თაბაგარი
- ბავშვობამ რა კვალი დატოვა თქვენზე?
- ბავშვობის წლები ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველა თვისება და ჩვეულება ბავშვობაში იღებს სათავეს და უმთავრესი როლი მშობლებს აკისრიათ, პედაგოგები კი თანამონაწილეები არიან. ორივე შემთხვევაში გამიმართლა. ვიზრდებოდი დიდ და თბილ ოჯახში, მოსიყვარულე მშობლების, მზრუნველი მამიდების, უფროსი ნიჭიერი დებისა და პატარა ძმის გვერდით. ექვსი წლიდან საუკეთესო პედაგოგების მსმენელად ვიქეცი. თუ ჩემში სიკეთისა და წარმატების მარცვალი დევს, თითოეულის დამსახურებაა. უმთავრესია იყო ღირსეული ადამიანი. ბავშვობიდან სწორად ჩამოყალიბების პროცესი დაიწყო და დღეს ვარ პიროვნება, რომელიც არასოდეს შეარცხვენს მშობელს, შვილს, და-ძმას, მეგობრებს, ქვეყანას...
© photo: courtesy of Mari Tabagariშვილთან ერთად
შვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
შვილთან ერთად
- რომელი ჯილდოა თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ყველაზე მეტად, რაც ამ დროს მახარებს, უშუალოდ მედალი, სიგელი ან ფულადი ჯილდო კი არაა, არამედ ის, რომ ლიტერატორები, კომპეტენტური ადამიანები ნამუშევარს კითხულობენ და შრომას მიფასებენ. ეს იგივეა, შვილს რომ შეგიქებენ – რა დიდებული მშობელი ხარ, რა კარგად აღგიზრდიაო. მზრუნველობა კი უმეტეს შემთხვევაში ნაყოფს იღებს. იშვიათად, რომ თავდაჯერებული არ ვიყო, შესაბამისად, მოულოდნელობის სიხარული არა, მაგრამ ობიექტურობის განცდა მეუფლება.
© photo: courtesy of Mari Tabagariმარი თაბაგარის ლექსი თანამედროვე ქართულ პოეზიაში
მარი თაბაგარის ლექსი თანამედროვე ქართულ პოეზიაში - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
მარი თაბაგარის ლექსი თანამედროვე ქართულ პოეზიაში
- ადრე სატელევიზიო გადაცემის „ჩემი მშვენიერი ლედი" სცენარისტი იყავით...
- ეს იყო ია ფარულავას რეიტინგული და საინტერესო შოუპროგრამა. მისი გმირები გადაცემის ბოლოს უფრო მეტად თავდაჯერებული ხდებოდნენ. კეთდებოდა ის, რაც შოუპროგრამის ფორმატში იყო შესაძლებელი. ია უნიჭიერესი მსახიობია, რომელსაც ძალიან ლამაზად და მაღალ დონეზე შეუძლია დადგას მაყურებლისთვის საინტერესო შოუ, რადგან მას უბადლო შარმი და შეუდარებელი ალღო აქვს.
- რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვეულებრივი ქალი ლედი გახდეს?
- ამაზე ზოგადი პასუხი მაქვს. უმთავრესია შინაგანი კულტურა, ინტელექტი, დახვეწილი გემოვნება და გულში სიკეთის მარცვალი. პლასტიკურ ქირურგიასაც რომ მიმართო, თუ შიგნით ეს ყველაფერი არ გიდევს, მხოლოდ გარეგნობა ლედის თვისებებს ვერ შეგძენს...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0