რატომ უნდა მიირთვათ კვერცხი ყოველდღე: დასახელდა ოთხი უპირატესობა

© Pixabay / RitaEკვერცხი
კვერცხი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
გამოწერა
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. კვერცხი, რომელიც მდიდარია ცილებით, ამინომჟავებით, ლეციტინითა და მინერალური ნივთიერებებით, დიდი ხანია ცნობილია როგორც „სუპერ საკვები“.
კვერცხს შეუძლია დააკმაყოფილოს ადამიანის ორგანიზმის საკვებ ნივთიერებებზე მოთხოვნილების უდიდესი ნაწილი, თუმცა იმის გამო, რომ კვერცხის გული ბევრ ქოლესტერინს შეიცავს, მისი ჯანმრთელობისთვის მარგებლობა ხშირად არის დავის მიზეზი. ზოგს მიაჩნია, რომ კვერცხი გული დაავადების განვითარების შანსებს ზრდის, წერს ჩინური გამოცემა Sina.
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2022
რა ემართება ორგანიზმს, როდესაც კვერცხს მიირთმევთ: დამტკიცებულია მეცნიერულად
პეკინის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გადაწყვიტეს დაედგინათ, არსებობს თუ არა კავშირი კვერცხსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის. კვლევაში ადგილობრივი მოხალისეები ჩართეს და, შესაბამისად, მისი დასკვნები უფრო ჩინეთის მოსახლეობას ერგება, თუმცა მთელ მსოფლიოს გამოადგება.
კვლევაში 30-დან 79 წლამდე ასაკის 4.778 მოხალისე მონაწილეობდა. მათგან 3.401-ს გულ-სისხლძარღვთა დაავადება ჰქონდა. მეცნიერებმა კვლევის მონაწილეთა ბოლო ერთი წლის რაციონი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ:

მათ, ვინც კვირაში 4-7 კვერცხს ჭამდა, ჯანსაღი ცილა და „კარგი“ ქოლესტერინი უფრო მეტი რაოდენობით ჰქონდათ, ხოლო „ცუდი“ ქოლესტერინის დონე სისხლში საკმაოდ დაბალი იყო. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ინფარქტისა და ინსულტის უფრო დაბალი რისკი ჰქონდათ.

შესაბამისად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კვერცხის ზომიერად მიღება არა მხოლოდ არ ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, არამედ, პირიქით, ხელს უშლის გულსა და სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემების განვითარებას.
პეკინის უნივერსიტეტის სწვალულებს მიაჩნიათ, რომ ყოველ დილით თითო კვერცხის ჭამა ორგანიზმს ოთხ შემდეგ უპირატესობას ანიჭებს:
ავსებს ცილის მარაგებს ორგანიზმში;
აძლიერებს დანაყრების შეგრძნებას;
აუმჯობესებს მახსოვრობას;
იცავს მხედველობას.
წყარო: Sina
ყველა ახალი ამბავი
0