გაცემული აგროკრედიტების რაოდენობამ 81 მილიონ ლარს გადააჭარბა

© photo: Sputnikმიწის დამუშავება
მიწის დამუშავება - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
გამოწერა
კრედიტით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ერთწლიანი კულტურების მოყვანის მხარდასაჭერად საქართველოში, სახელმწიფო პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე გაიცა 81,2 მლნ ლარის ოდენობის 5.067 კრედიტი, იუწყება სოფლის განვითარების სააგენტო.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის 12 თვის პროცენტის ნაწილს სახელმწიფო აფინანსებს. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ია, საიდანაც წლიურ 9%-ს სახელმწიფო ფარავს.
პროექტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე კრედიტის ოდენობა 5 ათასიდან 100 ათას ლარამდე შუალედში განისაზღვრა.
გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების შეძენას, ასევე მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავებაზე გაწეული ხარჯების დაფინანსებას.
მაღალმთიან რეგიონებში ახალი სასოფლო-სამეურნეო პროექტები დაიგეგმა>>
სესხით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდმეწარმეებს და იურიდიულ პირებს, გარდა სახელმწიფო და მუნიციპალური საწარმოებისა.
საფინანსო ინსტიტუტები სესხებს 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გასცემენ.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში სესხების მიზანია ერთწლოვანი კულტურების მოსაყვანად საბრუნავი საშუალებების ღირებულების შემცირება და ფერმერებისთვის უფრო ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოყვანის შესაძლებლობა.
ყველა ახალი ამბავი
0