ბრიტანელი ტურისტის მკვლელობა გორში: ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
გამოწერა
გამოძიების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და, დანაშაულის დაფარვის მიზნით, უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდეს.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის მოქალაქის ტომას კენედის ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის, ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის სამ ბრალდებულს 20 და 21 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
დაკავებულთა ასაკი 17-დან 28 წლამდე მერყეობს. მათ შორის სამი პირი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი. პროკურატურის ცნობით, რაც შეეხება კიდევ ერთ, არასრულწლოვან ბრალდებულს, მისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, განაჩენის გამოტანიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში გაიმართება.
გამოძიების მიხედვით, 2021 წლის 7 ოქტომბერს გორში ოთხი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, თავს დაესხა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს ტომას კენედის, ისინი ძალადობით დაეუფლნენ მის მობილურ ტელეფონს, საბანკო პლასტიკურ ბარათს და ფულად თანხას.
აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულებმა დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და, ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, გონებადაკარგული ტომას კენედი მდინარე მტკვარში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
ვინ არის გორში მოკლული ახალგაზრდა ბრიტანელი>>
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ ბრალდებულებმა უთხრეს მეგობარს, რომელმაც დანაშაულში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ჩადენილი იყო მძიმე, ასევე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ შეატყობინა სამართალდამცველ ორგანოებს.
სამართალდამცველებმა ხუთივე ბრალდებული 10 ოქტომბერს დააკავეს. ოთხს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ყაჩაღობის, ხოლო ერთ პირს განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულების შეუტყობინებლობისთვის წარედგინა.
გორის რაიონულმა სასამართლომ ხუთივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
წყარო: საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0