ვინ არის გორში მოკლული ახალგაზრდა ბრიტანელი

CC BY 2.0 / Pixabay / მუსიკოსი გიტარაზე უკრავს
მუსიკოსი გიტარაზე უკრავს - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
ბრალდებულები მიწისქვეშა გადასასვლელში ალკოჰოლს სვამდნენ და მუსიკალურ ნომრებს ასრულებდნენ, რა დროსაც მათთან ბრიტანეთის მოქალაქე მივიდა, რომელიც მუსიკით იყო გატაცებული.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. გორში, ერთ-ერთ ბარში მომხდარი კონფლიქტის შედეგად მოკლული უცხოელი ბრიტანეთის მოქალაქე, 27 წლის ტომას კენედია. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი-2“ ავრცელებს.
სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით გორში ხუთი პირი გუშინ დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულების ასაკი 17-დან 28 წლამდეა. მათ შორის სამი პირი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
გორში უცხო ქვეყნის მოქალაქეს სცემეს, შემდეგ კი მტკვარში გადააგდეს: დაკავებულია ხუთი პირი
გამოძიების მიხედვით, მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს გორის ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში შეხვდნენ. ბრალდებულები იქ ალკოჰოლს სვამდნენ და მუსიკალურ ნომრებს ასრულებდნენ, რა დროსაც მათთან ბრიტანეთის მოქალაქე ტომას კენედი მივიდა, რომელიც, როგორც სოციალური ქსელებიდან ირკვევა, მუსიკით იყო გატაცებული. მოგვიანებით მათ ერთად გადაინაცვლეს გორის ერთ-ერთ ბარში, სადაც უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქესთან კონფლიქტი დაიწყო.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კონფლიქტში მონაწილე პირები გორში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მტკვარში გადააგდეს, თვითონ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ. ცხედარი მტკვარმა მეორე დღეს სოფელ ქვახვრელის ტერიტორიაზე გამორიყა.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
იცნობდა თუ არა შანაი ბრუკს მის მკვლელობაში ბრალდებული: ადვოკატის განმარტება
საგამოძიებო უწყება ოთხ დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობას ედავება (რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს), ხოლო ერთს – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იმ ბრალდებულის ძმა, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, აცხადებს, რომ მის ძმას დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
"ჩემს ძმას ედავებიან, რომ იცოდა ინფორმაცია და არ მიაწოდა პოლიციასო. ჩემმა ძმამ არანაირი ინფორმაცია არ იცოდა, კამერებშიც ჩანს, რომ ჩემი ძმა არც გაჰყოლია და არც დაუნახავს, არ არის მაგ საქმეში არანაირად. მე როგორც ვიცი, როცა დააკავეს ეგენი, მერე გაიგო ჩემმა ძმამ ეგ ინფორმაცია. არ ვეთანხმები პოლიციის და სასამართლოს გადაწყვეტილებას", – განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ძმამ.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0