იცნობდა თუ არა შანაი ბრუკს მის მკვლელობაში ბრალდებული: ადვოკატის განმარტება

© Pixabay / 3839153დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
გამოწერა
ადვოკატის განცხადებით, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.
დაკავებულის ადვოკატის სოფიო გოგლიჩიძის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

„შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, მოვისმინე მისი პოზიცია. ოფიციალურად ბრალი მისთვის ჯერ არ წაუყენებიათ. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება კითხვას, იცნობდა თუ არა, აცხადებს, რომ მას არ იცნობდა“, – განაცხადა გოგლიჩიძემ.

პოლიციამ 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი 8 სექტემბერს საკუთარ სახლში დააკავა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული შანაი ბრუკის მეზობლად, გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. მკვლელობის სავარაუდო მოტივი ყაჩაღობაა – თავდამსხმელი ქალს ტელეფონის წართმევას უპირებდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია, რადგან ქალმა ის ხრამში გადააგდო. მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაულის ადგილზე დანით ხელი გაიჭრა და ადგილზე მისი სისხლის კვალი დარჩა. გენეტიკური ექსპერტიზის საშუალებით მოხდა საქმესთან დაკავებულის დნმ-ის დაკავშირება და მისი ვინაობის დადგენა.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
ვინ არის ავსტრალიელი ქალის მკვლელობაში ბრალდებული: ცნობილი გახდა ახალი დეტალები
სამართალდამცველებმა ახალგზარდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე 31 ივლისს, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს. დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ესაუბრებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ქალს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა“) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0