https://sputnik-georgia.com/20220619/rustavsi-18-wlis-biwma-sami-kaci-dawra-267616422.html
რუსთავში 18 წლის ბიჭმა სამი კაცი დაჭრა
რუსთავში 18 წლის ბიჭმა სამი კაცი დაჭრა
Sputnik საქართველო
პოლიციამ დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - ეჭვმიტანილს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება
2022-06-19T14:47+0400
2022-06-19T14:47+0400
2022-06-19T14:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
რუსთავი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24115/37/241153795_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_d1c437676ca622f2e3e5147a3c9c289d.jpg
თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. პოლიციამ რუსთავში სამი პირის დაჭრის ფაქტზე 18 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.დაპირისპირება, რომლის შედეგადაც სამი ახალგაზრდაა დაჭრილი, მე-12 მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გვიან ღამით მოხდა. მედიისთვის ჯერ -ჯერობით უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ცნობით, ადგილობრივებს ჩხუბის ხმა რამდენიმე საათის განმავლობაში ესმოდათ.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 18 წლის მამაკაცმა რუსთავში ურთიერთშელაპარაკებისას სამი პირი - 30 წლის გ.ა., 34 წლის ლ.შ. და 28 წლის ლ.ხ. დანით დაჭრა, შემდეგი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.გამოძიება სამი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.წყარო - შსს
საქართველო
რუსთავი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24115/37/241153795_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_b3e463886bf07daf90be73e54134757e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსთავი 18 წლის მამაკაცი სამი კაცი დაჭრა
რუსთავი 18 წლის მამაკაცი სამი კაცი დაჭრა
რუსთავში 18 წლის ბიჭმა სამი კაცი დაჭრა
14:47 19.06.2022 (განახლებულია: 14:48 19.06.2022) პოლიციამ დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - ეჭვმიტანილს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. პოლიციამ რუსთავში სამი პირის დაჭრის ფაქტზე 18 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაპირისპირება, რომლის შედეგადაც სამი ახალგაზრდაა დაჭრილი, მე-12 მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გვიან ღამით მოხდა. მედიისთვის ჯერ -ჯერობით უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ცნობით, ადგილობრივებს ჩხუბის ხმა რამდენიმე საათის განმავლობაში ესმოდათ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 18 წლის მამაკაცმა რუსთავში ურთიერთშელაპარაკებისას სამი პირი - 30 წლის გ.ა., 34 წლის ლ.შ. და 28 წლის ლ.ხ. დანით დაჭრა, შემდეგი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიება სამი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.