მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რომელი პროდუქტების დეფიციტი შეიმჩნევა მსოფლიოში: Bloomberg-ის მონაცემები

© photo: Sputnik / Genadiy Melnik / გადასვლა მედიაბანკშიცარიელი დახლები მაღაზიაში
ცარიელი დახლები მაღაზიაში - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2022
გამოწერა
იაპონიაში გაყიდვიდან გაქრა ხახვი და სალიამი, გერმანიაში - ბოთლის ლუდი, ხოლო აშშ-ში - პოპკორნი, წერს გამოცემა
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. მსოფლიოში, არახელსაყრელი ვითარების გამო, პოპულარული პროდუქტების დეფიციტი ფიქსირდება, ნათქვამია Bloomberg-ის სტატიაში.
მასალაში ნათქვამია, რომ ავსტრალიაში შეიქმნა სალათი „ლატუკის“ დეფიციტი, რის გამოც KFC-ს კვების ობიექტებში ამ სალათის კომბოსტოთი ჩანაცვლება გადაწყდა. გარდა ამისა, იაპონიაში გაქრა ხახვი და სალიამი, გერმანიაში - ბოთლის ლუდი, ხოლო აშშ-ში - პოპკორნი. ასევე ელოდებიან სხვა პოპულარული ბოსტნეულის დეფიციტის საფრთხეს, აღნიშნულია მასალაში.
გაზეთები კარტოფილის გლობალურ დეფიციტზე მას შემდეგ წერენ, რაც ზოგიერთ ქვეყანაში McDonald's-მა კარტოფილი „ფრის“ გაყიდვა მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეაჩერა, ხოლო სინგაპურის KFC-ს რესტორნებში ის ვაფლის ხრაშუნებით (waffle hash) ჩაანაცვლეს, წერს გამოცემა.
ბაზრების დივერსიფიკაცია და ადგილობრივი წარმოება: მარცვლეულის პრობლემა საქართველოში >>
სტატიის ავტორის თქმით, ასეთი სიტუაცია გამოწვეულია მეტეოროლოგიური პირობებით, კორონავირუსის პანდემიით, ასევე გეოპოლიტიკური ვითარებით, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული „სპეცოპერაციის“ ფონზე შეიქმნა. ამ „სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ დასავლეთმა მოსკოვზე სასანქციო წნეხი გააძლიერა.
წყარო - Bloomberg
ყველა ახალი ამბავი
0