https://sputnik-georgia.com/20220619/ramdeni-adamiani-dajarimda-marixuanis-senaxvistvis-bolo-monacemebi-267605244.html
რამდენი ადამიანი დაჯარიმდა მარიხუანის შენახვისთვის? ბოლო მონაცემები
რამდენი ადამიანი დაჯარიმდა მარიხუანის შენახვისთვის? ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
რეგიონებში დაჯარიმებულ პირთა ძირითადი ნაწილი 18-დან 25 წლამდეა, თბილისში კი 26-დან 40 წლამდე.
2022-06-19T11:30+0400
2022-06-19T11:30+0400
2022-06-19T11:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1e/263265608_19:0:2346:1309_1920x0_80_0_0_86652ebe2213448aebc773a6dd0a91d4.jpg
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან 11 აპრილამდე პერიოდში მარიხუანის მცირე დოზებით შეძენა–შენახვა–გადაზიდვისთვის საქართველოში 363 ადამიანი დაჯარიმდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია კანონით მკაცრად განსაზღვრულ ადგილებში, ხოლო მისი შეძენა და შენახვა, მათ შორის პირადი მიზნებისთვის, ასევე მისი მოხმარება არასრულწლოვნების თანდასწრებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება. შსს-ს ცნობით, საანგარიშო პერიოდში სამართალდამცველებმა 365 მსგავსი ფაქტი გამოავლინეს.ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაახლოებით 363 ადამიანს დაეკისრა, მათგან ორი ქალია.მარიხუანის შენახვისა და შეძენის ყველაზე ბევრი ფაქტი დაფიქსირდა თბილისში (140), აჭარასა (61) და მცხეთა-მთიანეთში (59).რეგიონებში დაჯარიმებულ პირთა ძირითადი ნაწილი 18-დან 25 წლამდეა, თბილისში კი 26-დან 40 წლამდე.გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში პოლიციამ მარიხუანის მოხმარებისა და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნისთვის 14 ადამიანი დააჯარიმა, აქედან 5 - თბილისში.დღეისათვის მარიხუანის მოხმარება დაშვებულია მხოლოდ საცხოვრებელ სახლში, თუ სახლში არ იმყოფება არასრულწლოვანი პირი.მოქმედი კანონმდებლობით მარიხუანის მოხმარება იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ ადგილებში მარიხუანის გამოყენება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება და 800-დან 2 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.მარიხუანის მოხმარება აკრძალულია 21 წლამდე პირებისთვის. აღნიშნული დანაშაული ასევე ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და 500-დან 1,5 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.მარიხუანის მოხმარება იკრძალება სამსახურშიც. აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს 1 ათასიდან 1,5 ათასამდე ლარის ოდენობით ჯარიმას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1e/263265608_310:0:2055:1309_1920x0_80_0_0_25b68cbad2ca192a77fc43d20c7fe3e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ადამიანი ჯარიმა მარიხუანა შენახვა მოხმარება მონაცემები
ადამიანი ჯარიმა მარიხუანა შენახვა მოხმარება მონაცემები
რამდენი ადამიანი დაჯარიმდა მარიხუანის შენახვისთვის? ბოლო მონაცემები
რეგიონებში დაჯარიმებულ პირთა ძირითადი ნაწილი 18-დან 25 წლამდეა, თბილისში კი 26-დან 40 წლამდე.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან 11 აპრილამდე პერიოდში მარიხუანის მცირე დოზებით შეძენა–შენახვა–გადაზიდვისთვის საქართველოში 363 ადამიანი დაჯარიმდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია კანონით მკაცრად განსაზღვრულ ადგილებში, ხოლო მისი შეძენა და შენახვა, მათ შორის პირადი მიზნებისთვის, ასევე მისი მოხმარება არასრულწლოვნების თანდასწრებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება. შსს-ს ცნობით, საანგარიშო პერიოდში სამართალდამცველებმა 365 მსგავსი ფაქტი გამოავლინეს.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაახლოებით 363 ადამიანს დაეკისრა, მათგან ორი ქალია.
მარიხუანის შენახვისა და შეძენის ყველაზე ბევრი ფაქტი დაფიქსირდა თბილისში (140), აჭარასა (61) და მცხეთა-მთიანეთში (59).
რეგიონებში დაჯარიმებულ პირთა ძირითადი ნაწილი 18-დან 25 წლამდეა, თბილისში კი 26-დან 40 წლამდე.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში პოლიციამ მარიხუანის მოხმარებისა და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნისთვის 14 ადამიანი დააჯარიმა, აქედან 5 - თბილისში.
დღეისათვის მარიხუანის მოხმარება დაშვებულია მხოლოდ საცხოვრებელ სახლში, თუ სახლში არ იმყოფება არასრულწლოვანი პირი.
მოქმედი კანონმდებლობით მარიხუანის მოხმარება იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ ადგილებში მარიხუანის გამოყენება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება და 800-დან 2 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
მარიხუანის მოხმარება აკრძალულია 21 წლამდე პირებისთვის. აღნიშნული დანაშაული ასევე ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და 500-დან 1,5 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
მარიხუანის მოხმარება იკრძალება სამსახურშიც. აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს 1 ათასიდან 1,5 ათასამდე ლარის ოდენობით ჯარიმას.