საზარელი ავარია ბათუმში: მანქანა ბავშვებს დაეჯახა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2022
გამოწერა
ერთი ბავში ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. ბათუმში ორ არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შემთხვევა ტაბიძის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი 10 წლამდე ასაკისაა. უწყების მონაცემებით, ბავშვები დედასთან ერთად მიდიოდნენ, როდესაც მათ ავტომობილი დაეჯახა. ერთი ბავში ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0