მოქალაქეები შსს-დან ცნობის აღებას უფრო სწრაფად შეძლებენ

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2022
გამოწერა
ახლა ცნობები მიმართვიდან ხუთის ნაცვლად, სამ დღეში გაიცემა
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ცნობების გაცემის ვადა მცირდება, ნათქვამია „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებში, რომლებსაც პარლამენტი განიხილავს.
ცვლილებების მიხედვით, ცნობები ნასამართლობის, მართვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ, პირობითი მსჯავრის შესახებ, საზღვრის კვეთის შესახებ, უგზო-უკვლოდ დაკარგულის შესახებ მიმართვიდან ხუთის ნაცვლად სამი დღის შემდეგ გაიცემა.
ამავდროულად, ცნობის აღება დაჩქარებული წესით ერთ დღეში იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, ნასამართლობისა და პირობითი მსჯავრდების შესახებ ცნობები ფასიანი გახდება და ეღირება 20 ლარი - სამ დღეში გაცემის შემთხვევაში, ხოლო 40 ლარი - ერთ დღეში.
ცვლილებები ძალაში შევა მესამე მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0