აჭარის მთავრობის დაფინანსებით ქობულეთში ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა

© photo: Sputnik / Vitaly An'kov / გადასვლა მედიაბანკშილურჯი მოწვი
ლურჯი მოწვი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2022
გამოწერა
აჭარაში 2022 წელს კენკროვანი კულტურის ბაღების გაშენება 80%-ით ფინანსდება.
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში 16 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
პროექტი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და „დანერგე მომავალის“ ხელშეწყობით განხორციელდა.
მოსავლის აღების და დაბინავების პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე და ქობულეთის მერი ლევან ზოიძე გაეცნენ.
უწყების ინფორმაციით, სოფელ გვარაში მოყვანილი პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე განხორციელდება. ადგილზე დასაქმებულია 30 ადამიანი.
2021-2022 წლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით 91 ფერმერს დაუფინანსდა კენკროვანი კულტურის, ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება, ლურჯი მოცვი 27.4 ჰა ფართობზე მოეწყო.
2022 წელს კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება 80%-ით ფინანსდება.

მოცვის ექსპორტი 2021 წელს

2021 წლის 1 მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 916 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, 2021 წელს მოცვის ექსპორტის მოცულობა 42%-ით გაიზარდა. ქვეყნიდან გავიდა 269 ტონით მეტი მოცვი და ექსპორტის ღირებულება დაახლოებით 1,7 მლნ დოლარით (45%) გაიზარდა.
2021 წელს მოცვის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (842 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (26,4), უკრაინაში (21,1), გერმანიაში (10,9), ბულგარეთში (4,6), სომხეთში (4,0), კატარში (2,9), მალაიზიაში (1,1), მოლდოვაში (0,9), სიანგანში (0,8), ბაჰრეინსა (0,8) და ლიბანში (0,3).
ყველა ახალი ამბავი
0