ფინანსთა მინისტრის მოადგილე: არცერთი ქვეყანა არ არის დაცული კონტრაბანდისგან

© Ministry of Finance of Georgiaყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტი
ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2022
გამოწერა
ნებისმიერი შემოსული პროდუქტი, რომელიც წარმოებულია ევროკავშირის ქვეყანაში, კონტროლდება, რათა არ მოხდეს მისი შეტანა რუსეთში, განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. არცერთი ქვეყანა არ არის ასი პროცენტით დაცული კონტრაბანდისგან და სანქცირებული საქონლის გატანის ერთეული შემთხვევები საქართველოს ტერიტორიაზეც შესაძლებელია, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში.
საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესებაზე, მაგრამ საერთაშორისო საფინანსო სანქციებს იცავს.

„მე არ ვიცი ქვეყანა, ვისაც 100%-იანი კონტრაბანდის დაკეტვის საშუალება აქვს“, – განაცხადა კაკაურიძემ.

ამასთან მან არ გამორიცხა, რომ ზოგიერთი სანქცირებული პროდუქტი რუსეთში საქართველოს გავლით ხვდება.
„თუ მეუბნებით, რომ დოკუმენტების გაყალბებით ვიღაცამ რაღაც პროდუქტი შეიტანა სადღაც, ამის გამორიცხვა შეუძლებელია. კომპანიებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ევროპული კომპანიებიც ცდილობენ, რომ გამოიყენონ სხვადასხვა გზები და არა მარტო საქართველო (პროდუქტის შესატანად). შეუძლებელია იმის თქმა, რომ ასეთი ტვირთი რუსეთში ვერ მოხვდება“, – განაცხადა კაკაურიძემ.
მან დაამატა, რომ ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული პროდუქტი, რომელიც წარმოებულია ევროკავშირის ზონაში, კონტროლდება, რათა არ მოხდეს მისი შეტანა რუსეთში.
„ნამეტანი მოსდის“ - დავით სერგეენკო არახამიას განცხადებას გამოეხმაურა >>
„მე მაქვს ინფორმაცია, რა გააკეთა საბაჟო სამსახურმა და რა პროდუქტის გადატანის საშუალება არ მისცა. ეს ყოველდღიურად და ხშირად ხდებოდა, განსაკუთრებით, საწყის პერიოდში. რა თქმა უნდა, გადატანის მცდელობა იყო და აღკვეთეს, მათ შორის, მახსოვს, იყო გარკვეული აპარატურის, სურსათის გადატანის მცდელობა, რომელიც იყო ევროპაში წარმოებული“, – განაცხადა კაკაურიძემ.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. ამის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
უკრაინა საქართველოს პოზიციით კვლავ უკმაყოფილოა >>
საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესებაზე, მაგრამ ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.
კერძოდ, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0