მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ცეცხლი და შეტაკებები: ინდოელები ჯარში სამსახურის ვადის შემცირებას აპროტესტებენ - ვიდეო

  - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2022
გამოწერა
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ინდოეთის არმიაში გაწვევის სისტემის რეფორმის შესახებ ანონსმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საპროტესტო ტალღა ააგორა, იუწყება The Indian Express.
გავრცელებული ინფორმაციით, რეფორმა, სახელწოდებით Agnipath, არმიაში წვევამდელთა უმეტესობისთვის სამსახურის ვადის ოთხ წლამდე შემცირებას ითვალისწინებს. აქციის მონაწილეები უკმაყოფილო არიან იმ პერსპექტივით, რომ სამხედრო მოსამსახურეთა 75% ოთხ წელიწადში უმუშევარი დარჩება და სახელმწიფო პრეფერენციებს დაკარგავს. მანამდე ინდოეთის არმიაში საშუალო სამსახურის ვადა 17 წელი იყო.
გამოცემის ცნობით, ბიჰარის შტატში მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს ორ მატარებელს, რითაც სარკინიგზო მიმოსვლა დაბლოკეს.
ჰარიანას შტატის ერთ-ერთ რაიონში ხელისუფლებამ მობილური ინტერნეტი გათიშა და აქციის მონაწილეების დაშლა ჰაერში სროლით სცადა. პოლიციამ აქციის მონაწილეების შესაკავებლად ცეცხლი გახსნა მას შემდეგ, რაც მათ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სახლს ქვები დაუშინეს.
გარდა ამისა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს პარტია Bharatiya Janata-ს ოფისს, რომლის წევრიც არის ინდოეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი. შეიარაღებული ძალების რეფორმა სწორედ მისმა მთავრობამ გამოაცხადა.
ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა ინდოეთის ჯარში გაწვევის პროცედურის ცვლილება საპენსიო ხარჯების შემცირებით და პერსონალის საშუალო ასაკის შემცირებით ახსნა. ახალი წესების მიხედვით, ახალწვეულთა მხოლოდ 25% შეძლებს შეიარაღებულ ძალებში 4 წელზე მეტხანს დარჩენას.
ყველა ახალი ამბავი
0