https://sputnik-georgia.com/20220617/sandro-bazaze-evropis-cempionatis-naxevarfinalsia-267585754.html
მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია
მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია
Sputnik საქართველო
სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილზეა. 17.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-17T21:01+0400
2022-06-17T21:01+0400
2022-06-17T23:20+0400
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24563/60/245636096_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_8d7d517ac205841322a238c8b83ec205.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. თურქეთში, ანტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობაში სანდრო ბაზაძემ 1/4 ფინალში რუმინელი რაზვან ურსაჩი 15:8 დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა.სანდრო ბაზაძე ტურნირის ნახევარფინალში ფრანგ მოფარიკავე ელიოტ ბიბის შეხვდება.მანამდე, 1/16 ფინალში ბაზაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონს, უნგრელ მოფარიკავე არონ ზილაგის შეხვდა, რომელთანაც ის „ტოკიო 2020“-ის ოლიმპიური თამაშების 1/2 ფინალში დამარცხდა. ამჯერად ქართველმა მოფარიკავემ მოწინააღმდეგე დამაჯერებლად – 15:7 დაამარცხა.კიდევ ერთი ქართველი მოფარიკავე ბექა ბაზაძე 1/4 ფინალში დაძაბულ ბრძოლაში იტალიელ ლუკა კურატოლისთან 11:15 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.აღსანიშნავია, რომ ეს არის ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც რვა საუკეთესოს შორის ორი ქართველი მოფარიკავე ასპარეზობდა.ევროპაში პირველი და მსოფლიოში მესამე - სანდრო ბაზაძე რეიტინგში დაწინაურდა>>საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილზეა. რეიტინგში სანდრო ბაზაძეს 186 ქულა აქვს და მხოლოდ სამხრეთ კორეელ მოფარიკავეებს სანგუკ ოჰსა (192) და იუნგჰვან კიმს (189) ჩამორჩება.ბაზაძემ ასევე უკან მოიტოვა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის 1/16 ფინალში მის მიერ დამარცხებული უნგრელი არონ ზილაგიც (166).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24563/60/245636096_4:0:995:743_1920x0_80_0_0_654ce42be4811de134ad3157584d5eee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები
მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია
21:01 17.06.2022 (განახლებულია: 23:20 17.06.2022) სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილზეა.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. თურქეთში, ანტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობაში სანდრო ბაზაძემ 1/4 ფინალში რუმინელი რაზვან ურსაჩი 15:8 დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა.
სანდრო ბაზაძე ტურნირის ნახევარფინალში ფრანგ მოფარიკავე ელიოტ ბიბის შეხვდება.
მანამდე, 1/16 ფინალში ბაზაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონს, უნგრელ მოფარიკავე არონ ზილაგის შეხვდა, რომელთანაც ის „ტოკიო 2020“-ის ოლიმპიური თამაშების 1/2 ფინალში დამარცხდა. ამჯერად ქართველმა მოფარიკავემ მოწინააღმდეგე დამაჯერებლად – 15:7 დაამარცხა.
კიდევ ერთი ქართველი მოფარიკავე ბექა ბაზაძე 1/4 ფინალში დაძაბულ ბრძოლაში იტალიელ ლუკა კურატოლისთან 11:15 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც რვა საუკეთესოს შორის ორი ქართველი მოფარიკავე ასპარეზობდა.
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილზეა. რეიტინგში სანდრო ბაზაძეს 186 ქულა აქვს და მხოლოდ სამხრეთ კორეელ მოფარიკავეებს სანგუკ ოჰსა (192) და იუნგჰვან კიმს (189) ჩამორჩება.
ბაზაძემ ასევე უკან მოიტოვა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის 1/16 ფინალში მის მიერ დამარცხებული უნგრელი არონ ზილაგიც (166).