https://sputnik-georgia.com/20220509/sandro-bazaze-reitingsi-dawinaurda-266525090.html
ევროპაში პირველი და მსოფლიოში მესამე - სანდრო ბაზაძე რეიტინგში დაწინაურდა
ევროპაში პირველი და მსოფლიოში მესამე - სანდრო ბაზაძე რეიტინგში დაწინაურდა
Sputnik საქართველო
განახლებულ რეიტინგში სანდრო ბაზაძეს 186 ქულა აქვს და სამხრეთკორეელ სპორტსმენებს ჩამორჩება. 09.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-09T12:46+0400
2022-05-09T12:46+0400
2022-05-09T13:09+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23117/85/231178524_0:0:1201:676_1920x0_80_0_0_1b39c54923a2a849822048f6c4eec228.jpg
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილზე დაბრუნდა და ევროპელებს შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) რეიტინგი მადრიდში დასრულებული მსოფლიო თასის შემდეგ განაახლა, სადაც ბაზაძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.ახალ რეიტინგში სანდრო ბაზაძეს 186 ქულა აქვს და მხოლოდ სამხრეთკორეელ მოფარიკავეებს, სანგუკ ოჰსა (192) და იუნგჰვან კიმს (189) ჩამორჩება. ბაზაძემ უკან მოიტოვა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი უნგრელი არონ ზილაგი (166).აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასში 1/32 ფინალიდან ჩაერთო და ნახევარფინალამდე უპრობლემოდ მივიდა. მან ელი დერშვიცი (აშშ) – 15:10, ფარეს ფერჯანი (ტუნისი) – 15:11, ვილიამ დეარი (დიდი ბრიტანეთი) – 15:6 და კოლინ ჰიჩკოკი (გერმანია) – 15:14 დაამარცხა.ნახევარფინალში ქართველმა მოფარიკავემ იტალიელ ლუკა კურატოლისთან 14:15 წააგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ოქროს მედლის მფლობელი კი სამხრეთკორეელი სანგუკ ოჰი გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23117/85/231178524_0:0:991:743_1920x0_80_0_0_837c581e668e286ab61d2cb741fde042.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ევროპაში პირველი და მსოფლიოში მესამე - სანდრო ბაზაძე რეიტინგში დაწინაურდა
12:46 09.05.2022 (განახლებულია: 13:09 09.05.2022) განახლებულ რეიტინგში სანდრო ბაზაძეს 186 ქულა აქვს და სამხრეთკორეელ სპორტსმენებს ჩამორჩება.
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილზე დაბრუნდა და ევროპელებს შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) რეიტინგი მადრიდში დასრულებული მსოფლიო თასის შემდეგ განაახლა, სადაც ბაზაძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.
ახალ რეიტინგში სანდრო ბაზაძეს 186 ქულა აქვს და მხოლოდ სამხრეთკორეელ მოფარიკავეებს, სანგუკ ოჰსა (192) და იუნგჰვან კიმს (189) ჩამორჩება. ბაზაძემ უკან მოიტოვა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი უნგრელი არონ ზილაგი (166).
აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასში 1/32 ფინალიდან ჩაერთო და ნახევარფინალამდე უპრობლემოდ მივიდა. მან ელი დერშვიცი (აშშ) – 15:10, ფარეს ფერჯანი (ტუნისი) – 15:11, ვილიამ დეარი (დიდი ბრიტანეთი) – 15:6 და კოლინ ჰიჩკოკი (გერმანია) – 15:14 დაამარცხა.
ნახევარფინალში ქართველმა მოფარიკავემ იტალიელ ლუკა კურატოლისთან 14:15 წააგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ოქროს მედლის მფლობელი კი სამხრეთკორეელი სანგუკ ოჰი გახდა.