აუცილებლად დაიმახსოვრეთ: სამი ძირითადი წესი გახდომის მსურველებისთვის - ექიმების რჩევა

© Pixabay / Tumisuექიმი ანგელოზის ფრთებით
ექიმი ანგელოზის ფრთებით - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2022
გამოწერა
მსოფლიოში სიმსუქნის ნამდვილი ეპიდემიაა, 1975 წლიდან 2016 წლამდე ჭარბწონიანთა რაოდენობა 4,5-ჯერ გაიზარდა, მათ შორის ბევრი ბავშვი და მოზარდია – ასეთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკა.
ჯანმოს მონაცემებით, 2016 წელს მსოფლიოში 18 წელს გადაცილებული 1,9 მილიარდი ჭარბწონიანი ცხოვრობდა, რომელთაგან 650 მილიონს სიმსუქნის პრობლემები ჰქონდა. ამ დროისათვის სიმსუქნით დაავადებულთა რაოდენობა ისევ იზრდება.
ექსპერტების თქმით, ეს ტენდენცია ძირითადად ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირდება. ხალხი სულ უფრო და უფრო ნაკლებად მოძრაობს, რადგან ხშირად პროდუქტების საყიდლად მაღაზიებში კი არ დადიან, არამედ უკვეთავენ. ამასთან კერძებს შინ კი არ ამზადებენ, არამედ უკვე მზა საკვებს ყიდულობენ, რომელიც შეიძლება ბევრ მავნე ინგრედიენტს შეიცავდეს. რაც მთავარია, ადამიანები სულ უფრო ცოტას დადიან ფეხით.
ვარჯიში სპორტდარბაზში - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
დადგინდა ვარჯიშის სწორი დრო - ქალებისა და მამაკაცებისთვის ის განსხვავებულია
ზედმეტი კილოგრამები მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის. ჭარბი წონა იწვევს სხვადასხვა დაავადებას. ვითარდება დარღვევები გულის მუშაობაში, ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, იმატებს დატვირთვა სახსრებზე და მთლიანად საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე, ის ასევე ზრდის მეორე ტიპის დიაბეტისა და კიბოს განვითარების რისკს.

როგორ დავიკლოთ წონა სწორად

ზოგ შემთხვევაში ზედმეტი კილოგრამების დაკლება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობითაა საჭირო, თუმცა უმეტესწილად ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია დაიწყოს წონის დაკლება ისე, რომ საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. მთავარია იცოდეს, საიდან და რით დაიწყოს.
ძირითადი წესები, რომლებიც გახდომის მსურველებს უნდა ახსოვდეთ, ასეთია:
ჩაიტარეთ გამოკვლევა — შეიძლება აღმოჩნდეს, რომ წონაში ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოიმატეთ, რომელთა შესახებაც ჯერ არ იცით. სწორედ გამოკვლევის შედეგებით დაადგენთ, შეგიძლიათ თუ არა ფიზიკური აქტივობის დაწყება, და რა სახის უნდა იყოს ეს აქტივობები.
თანდათან გაზარდეთ დატვირთვა — საჭირო არ არის მარათონულ დისტანციაზე სირბილი ან თავის დატანჯვა დარბაზში ძალისმიერი ვარჯიშებით. აკეთეთ ის, რაც მოგწონთ. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ სიარული, ძუნძულით სირბილი, ცეკვა, ცურვა თუ იოგა. უნივერსალური სპორტი, რომელიც ყველასათვის შესაფერისი იქნება, არ არსებობს. გახსოვდეთ: უმოძრაობას თუნდაც მინიმალური ფიზიკური დატვირთვა სჯობს!
ნუ მიმართავთ ექსტრემალურ დიეტებს, რომლებიც სერიოზულ შეზღუდვებს გულისხმობს — რაც უფრო მკაცრია აკრძალვები, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ ვერ გაუძლოთ და ისევ ჭამა დაიწყოთ, რის გამოც იმაზე მეტ კილოგრამებს მოიმატებთ, ვიდრე მანამდე დაკარგეთ. ჯობს შეეცადოთ დააბალანსოთ რაციონი: შეამციროთ სწრაფი ნახშირწყლები (თეთრი ფქვილის ნაწარმი, დესერტები, ტკბილეული), მიირთვათ მეტი უჯრედისი, რომელიც ბოსტნეულსა და ხილში შედის, არ დაივიწყოთ ცილოვანი საკვები (ხორცი, თევზი, პარკოსნები), ასევე ჯანსაღი ცხიმები (ზღვის თევზი, ზეითუნის და სხვა მცენარეული ზეთები).
ექიმები დაბეჯითებით ირწმუნებიან, რომ დატვირთვის მკვეთრად გაზრდა და იმადროულად კალორიების შეზღუდვა სრულიად მიუღებელია. ასეთი ექსტრემალური ცვლილებები ზიანს აყენებს ორგანიზმს და არანაირი სარგებელი არ მოაქვს.
მოკლედ რომ ვთქვათ: თუ გსურთ ზედმეტი კილოგრამების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოაგვაროთ, წონის დაკლებას გონივრულად უნდა მიუდგეთ.
ყველა ახალი ამბავი
0