https://sputnik-georgia.com/20220617/natia-qarelishvili-267565966.html
გერმანიაში ჩასული ქართველი იურისტი და მისი უჩვეულო გატაცება
გერმანიაში ჩასული ქართველი იურისტი და მისი უჩვეულო გატაცება
Sputnik საქართველო
გერმანიაში მცხოვრები ნათია ქარელიშვილი თავის დროზე უცხოეთში კარიერის შესაქმნელად ჩავიდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მისთვის მხოლოდ ეს არ იყო საკმარისი. ამიტომ ერთ... 17.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-17T14:40+0400
2022-06-17T14:40+0400
2022-06-17T19:58+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24573/18/245731822_0:0:1200:676_1920x0_80_0_0_aaec8eed0524a86609edaf9a4cc20c7d.jpg
იურიდიული განათლება საქართველოში მიიღო, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება კი ყოველთვის უცხოეთში უნდოდა. როცა გერმანიაში ჩავიდა, ჯერ ოპერატიულ მუშაკად მუშაობდა, შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარა. ცხოვრებაში ერთფეროვნებას ვერ იტანს, ამიტომაც იყო, რომ ძირითადი საქმიანობის გარდა სხვა ინტერესიც გამოუჩნდა.- ქალბატონო ნათია, ვისაუბროთ თქვენს საინტერესო გატაცებაზე, რომელიც უკვე ძირითად საქმიანობად იქცა. რატომ გაგიჩნდათ მაინცდამაინც ჯინსების მოხატვის სურვილი?- დღეს, ვინც არ უნდა იყოს და რა ასაკშიც, ჯინსის ქსოვილი ყველას გარდერობში მოინახება. მისგან შეკერილი სამოსი პრაქტიკული და მოდურია. რაც მთავარია, ჯინსი ხატვისთვის მოსახერხებელია. ის იმდენ ფერს არ შეიწოვს, ანუ არ მოითხოვს, როგორც სხვა ქსოვილი, ფერების არევაც ჯინსის შემთხვევაში უკეთესად გამოდის. შესაძლებელია, მაგრამ გაცილებით საწვალებელი. ხატვით არასოდეს ვხატავდი. ხატვის ტექნიკის შესწავლა ინტერნეტში, ვიდეოების საშუალებით მოვახერხე.- პირველად რა მოხატეთ?- ეს იყო ჩემი ძველი ჯინსის ქურთუკი. ვცადე, მოხერხდებოდა თუ არა ჯინსზე ხატვა და ფერების დასმა. ის ნახატი წითელი ყვავილები და ფოთლები იყო. სამეგობროში ბევრს მოეწონა და მაშინ გამიჩნდა იდეა, რომ ტანსაცმელზე დამეწყო ხატვა.- ტექნიკურად როგორ ხდება ჯინსის ქსოვილზე ნახატის გადატანა?- მე ვხატავ სპეციალური ქსოვილის საღებავებით. ჯერ ნახატს ვირჩევ, შემდეგ იმაზე ვფიქრობ, თუ რა ზომის ნახატი გადავიტანო ქურთუკზე. თუ ჯინსი მუქი ფერისაა, მასზე ჯერ თეთრი საღებავით თეთრი ფონი კეთდება ისე, რომ სასურველი ფერი დაისვას. დასრულებულ ნახატს კარგად ვაშრობ და შემდეგ ვაუთოვებ ისე, რომ ფერები ქსოვილიდან არ გადავიდეს. მსუბუქი პროგრამით და დაბალ ტემპერატურაზე მისი სარეცხ მანქანაში რეცხვაც შესაძლებელია.- გერმანიაში ვინ არიან თქვენი კლიენტები და რომელ ნამუშევარს გაიხსენებთ?- გერმანიაში ჩემი კლიენეტები ძირითადად ქართველები არიან. ერთხელ ახალგაზრდა ქალბატონმა მამაკაცის ქურთუკზე გამაკეთებინა კომპოზიცია რაინდის მოტივით. ისე, პატარები უფრო აქტიურობენ. გავიხსენებ ყველაზე პატარა კლიენტს, რომლისთვისაც ჯინსი მოვხატე – ეს იყო ერთი წლის გოგონა, სახელად ნალა. გოგონას დედამ ანიმაციური ფილმიდან „მეფე ლომი“ სიმბას შეყვარებული დამახატინა.- გერმანიამ როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება?- გერმანიაში ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. დავიწყოთ იმით, რომ აქ ვიპოვე ჩემი ცხოვრების სიყვარული, რომელიც ეროვნებით ჩეხია. ის ადრე იყო საქართველოში ჩამოსული და აღფრთოვანებულია ჩვენი ქვეყნით და ტრადიციებით. ახლაც ყველასთან ამაზე ლაპარაკობს. გერმანიაში ხელოვნების მიმართ ინტერესი გამიჩნდა. ამ უცხო ქვეყანაში პროფესიული ამაღლებისთვის წამოვედი და მივხვდი, რომ კარიერა ყველაფერი არ არის, თუ გვერდით ოჯახი და შენთვის საყვარელი ადამიანები არ არიან...ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24573/18/245731822_75:0:1142:800_1920x0_80_0_0_3ce629d30751aaee0c86b43e10dbca19.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
გერმანიაში ჩასული ქართველი იურისტი და მისი უჩვეულო გატაცება
14:40 17.06.2022 (განახლებულია: 19:58 17.06.2022) გერმანიაში მცხოვრები ნათია ქარელიშვილი თავის დროზე უცხოეთში კარიერის შესაქმნელად ჩავიდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მისთვის მხოლოდ ეს არ იყო საკმარისი. ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს იურისტისთვის უცნაური საქმიანობა - ჯინსების მოხატვა დაიწყო.
იურიდიული განათლება საქართველოში მიიღო, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება კი ყოველთვის უცხოეთში უნდოდა. როცა გერმანიაში ჩავიდა, ჯერ ოპერატიულ მუშაკად მუშაობდა, შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარა. ცხოვრებაში ერთფეროვნებას ვერ იტანს, ამიტომაც იყო, რომ ძირითადი საქმიანობის გარდა სხვა ინტერესიც გამოუჩნდა.
- ქალბატონო ნათია, ვისაუბროთ თქვენს საინტერესო გატაცებაზე, რომელიც უკვე ძირითად საქმიანობად იქცა. რატომ გაგიჩნდათ მაინცდამაინც ჯინსების მოხატვის სურვილი?
- დღეს, ვინც არ უნდა იყოს და რა ასაკშიც, ჯინსის ქსოვილი ყველას გარდერობში მოინახება. მისგან შეკერილი სამოსი პრაქტიკული და მოდურია. რაც მთავარია, ჯინსი ხატვისთვის მოსახერხებელია. ის იმდენ ფერს არ შეიწოვს, ანუ არ მოითხოვს, როგორც სხვა ქსოვილი, ფერების არევაც ჯინსის შემთხვევაში უკეთესად გამოდის. შესაძლებელია, მაგრამ გაცილებით საწვალებელი. ხატვით არასოდეს ვხატავდი. ხატვის ტექნიკის შესწავლა ინტერნეტში, ვიდეოების საშუალებით მოვახერხე.
- ეს იყო ჩემი ძველი ჯინსის ქურთუკი. ვცადე, მოხერხდებოდა თუ არა ჯინსზე ხატვა და ფერების დასმა. ის ნახატი წითელი ყვავილები და ფოთლები იყო. სამეგობროში ბევრს მოეწონა და მაშინ გამიჩნდა იდეა, რომ ტანსაცმელზე დამეწყო ხატვა.
- ტექნიკურად როგორ ხდება ჯინსის ქსოვილზე ნახატის გადატანა?
- მე ვხატავ სპეციალური ქსოვილის საღებავებით. ჯერ ნახატს ვირჩევ, შემდეგ იმაზე ვფიქრობ, თუ რა ზომის ნახატი გადავიტანო ქურთუკზე. თუ ჯინსი მუქი ფერისაა, მასზე ჯერ თეთრი საღებავით თეთრი ფონი კეთდება ისე, რომ სასურველი ფერი დაისვას. დასრულებულ ნახატს კარგად ვაშრობ და შემდეგ ვაუთოვებ ისე, რომ ფერები ქსოვილიდან არ გადავიდეს. მსუბუქი პროგრამით და დაბალ ტემპერატურაზე მისი სარეცხ მანქანაში რეცხვაც შესაძლებელია.
- გერმანიაში ვინ არიან თქვენი კლიენტები და რომელ ნამუშევარს გაიხსენებთ?
- გერმანიაში ჩემი კლიენეტები ძირითადად ქართველები არიან. ერთხელ ახალგაზრდა ქალბატონმა მამაკაცის ქურთუკზე გამაკეთებინა კომპოზიცია რაინდის მოტივით. ისე, პატარები უფრო აქტიურობენ. გავიხსენებ ყველაზე პატარა კლიენტს, რომლისთვისაც ჯინსი მოვხატე – ეს იყო ერთი წლის გოგონა, სახელად ნალა. გოგონას დედამ ანიმაციური ფილმიდან „მეფე ლომი“ სიმბას შეყვარებული დამახატინა.
- გერმანიამ როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება?
- გერმანიაში ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. დავიწყოთ იმით, რომ აქ ვიპოვე ჩემი ცხოვრების სიყვარული, რომელიც ეროვნებით ჩეხია. ის ადრე იყო საქართველოში ჩამოსული და აღფრთოვანებულია ჩვენი ქვეყნით და ტრადიციებით. ახლაც ყველასთან ამაზე ლაპარაკობს. გერმანიაში ხელოვნების მიმართ ინტერესი გამიჩნდა. ამ უცხო ქვეყანაში პროფესიული ამაღლებისთვის წამოვედი და მივხვდი, რომ კარიერა ყველაფერი არ არის, თუ გვერდით ოჯახი და შენთვის საყვარელი ადამიანები არ არიან...