https://sputnik-georgia.com/20220617/ids-borjomi-tanamshromelta-motxovnebi-ucvlelia-267573738.html
არავითარი დათმობა: IDS Borjomi-ს თანამშრომელთა მოთხოვნები უცვლელია
არავითარი დათმობა: IDS Borjomi-ს თანამშრომელთა მოთხოვნები უცვლელია
Sputnik საქართველო
კომპანიას აპრილში სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა ანტირუსული სანქციების გამო. საქმე ანგარიშების გაყინვამდე მივიდა. 17.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-17T17:41+0400
2022-06-17T17:41+0400
2022-06-17T22:42+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1f/267009036_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_61712b4179007e280751b2486ce0fcce.jpg
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. „ბორჯომის“ ქარხნების თანამშრომელთა შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან უშედეგო აღმოჩნდა – მინერალური წყლის ჩამომსხმელი ორივე ქარხანა ისევ პიკეტირებულია.„ბორჯომის" თანამშრომელთა პროტესტი მე-18 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები ორთვიანი სახელფასო დავალიანების გადახდას, უვადო შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას და გათავისუფლებული 50-მდე თანამშრომლის უპირობოდ აღდგენას მოითხოვენ.პრემიერის დავალებით პრობლემის მოგვარებაში შრომის ინსპექცია ჩაერთო, რომელმაც თანამშრომლების გათავისუფლების საკითხის შესწავლა დაიწყო.ტელეკომპანიის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს გუშინ ბორჯომის მერიის შენობაში შეხვდნენ. სამსაათიან მოლაპარაკებებს შეთანხმება არ მოჰყოლია.ამასთან, გაფიცულებს მთავრობის წარმომადგენლებმა შესთავაზეს, რომ ისინი სამსახურში 45 თანამშრომელს დააბრუნებენ, ხუთს კი გათავისუფლების სანაცვლოდ კომპენსაციას გადაუხდიან.აქციის მონაწილეების თქმით, ამ დროისათვის ისინი არ გეგმავენ რადიკალური ზომების მიღებას და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას. ისინი მოლაპარაკებების გაგრძელებას ელოდებიან. არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართოს.ამ დროისათვის ქარხნებში სამართალდამცველები არიან მობილიზებული.აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა.IDS Borjomi-ს თანამშრომლებმა სასამართლოს მიმართეს>>>კომპანიამ 19 მაისს მაკონტროლებელი კომპანია DS Borjomi International-ის სახელით გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას.იმის შესახებ, რომ ხელისუფლებასა და კომპანია IDS Borjomi Georgia-ს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, 13 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. შეთანხმების მიხედვით, ქვეყნის მთავრობა კომპანიის თანამფლობელი გახდება, ხოლო ქარხნების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა გადაიჭრება. ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა მოქალაქე, „ბორჯომის“ ქარხნების ყველა თანამშრომელი სამართლიანობას მიაღწევს.13 ივნისს კომპანია IDS BORJOMI International-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც „ბორჯომის“ ქარხნების მფლობელი კომპანია 7,73%-იან წილს საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცემს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1f/267009036_320:0:1280:720_1920x0_80_0_0_368551d27e704de404b598ecff57d784.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
არავითარი დათმობა: IDS Borjomi-ს თანამშრომელთა მოთხოვნები უცვლელია
17:41 17.06.2022 (განახლებულია: 22:42 17.06.2022) კომპანიას აპრილში სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა ანტირუსული სანქციების გამო. საქმე ანგარიშების გაყინვამდე მივიდა.
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. „ბორჯომის“ ქარხნების თანამშრომელთა შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან უშედეგო აღმოჩნდა – მინერალური წყლის ჩამომსხმელი ორივე ქარხანა ისევ პიკეტირებულია.
„ბორჯომის" თანამშრომელთა პროტესტი მე-18 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები ორთვიანი სახელფასო დავალიანების გადახდას, უვადო შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას და გათავისუფლებული 50-მდე თანამშრომლის უპირობოდ აღდგენას მოითხოვენ.
პრემიერის დავალებით პრობლემის მოგვარებაში შრომის ინსპექცია ჩაერთო, რომელმაც თანამშრომლების გათავისუფლების საკითხის შესწავლა დაიწყო.
„ვიდრე ქარხანაში ბოლო თანამშრომელი არ დაბრუნდება, ჩვენ არ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას. არანაირ დათმობებზე არ მივდივართ, გაფიცული ვართ დღესაც... ამ კრიზისამდე მათ მიგვიყვანეს", – განაცხადა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს გუშინ ბორჯომის მერიის შენობაში შეხვდნენ. სამსაათიან მოლაპარაკებებს შეთანხმება არ მოჰყოლია.
ამასთან, გაფიცულებს მთავრობის წარმომადგენლებმა შესთავაზეს, რომ ისინი სამსახურში 45 თანამშრომელს დააბრუნებენ, ხუთს კი გათავისუფლების სანაცვლოდ კომპენსაციას გადაუხდიან.
აქციის მონაწილეების თქმით, ამ დროისათვის ისინი არ გეგმავენ რადიკალური ზომების მიღებას და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას. ისინი მოლაპარაკებების გაგრძელებას ელოდებიან. არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართოს.
ამ დროისათვის ქარხნებში სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა.
კომპანიამ 19 მაისს მაკონტროლებელი კომპანია DS Borjomi International-ის სახელით გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას.
იმის შესახებ, რომ ხელისუფლებასა და კომპანია IDS Borjomi Georgia-ს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, 13 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. შეთანხმების მიხედვით, ქვეყნის მთავრობა კომპანიის თანამფლობელი გახდება, ხოლო ქარხნების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა გადაიჭრება. ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა მოქალაქე, „ბორჯომის“ ქარხნების ყველა თანამშრომელი სამართლიანობას მიაღწევს.
13 ივნისს კომპანია IDS BORJOMI International-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც „ბორჯომის“ ქარხნების მფლობელი კომპანია 7,73%-იან წილს საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცემს.