https://sputnik-georgia.com/20220614/ids-borjomi-tanamshromlebma-sasamartlos-mimartes-267451866.html
IDS Borjomi-ს თანამშრომლებმა სასამართლოს მიმართეს
IDS Borjomi-ს თანამშრომლებმა სასამართლოს მიმართეს
Sputnik საქართველო
კომპანიას აპრილში სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა ანტირუსული სანქციების გამო. საქმე ანგარიშების გაყინვამდე მივიდა. 14.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-14T17:39+0400
2022-06-14T17:39+0400
2022-06-14T22:30+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1f/267009145_0:0:800:450_1920x0_80_0_0_6d7bbfe301aae7f3496d29202a9f6153.jpg
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. კომპანია IDS Borjomi Georgia-ს ქარხნების თანამშრომლებმა პროფკავშირთან ერთად ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.„ბორჯომის“ მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლები რეორგანიზაციის საფუძველზე 50-მდე გათავისუფლებულის სამსახურში აღდგენას მოითხოვენ. გარდა ამისა, გაფიცულები რამდენიმე დღეში მეორე სარჩელის შეტანასაც აპირებენ და 250-მდე დასაქმებულისთვის აპრილისა და მაისის ხელფასის დარიცხვას მოითხოვენ.„ბორჯომის“ ქარხნებში დასაქმებულებმა 31 მაისს უვადო გაფიცვა გამოაცხადეს. გაფიცულების მოთხოვნებია: ორი თვის ხელფასების დარიცხვა, გათავისუფლებული 50-მდე ადამიანის უპირობოდ დაბრუნება, უვადო შრომითი ხელშეკრულებების დადება.ამ დროისათვის ორივე ქარხანა მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის მუშაობს. გაფიცულების განცხადებით, ქარხნების მუშაობა სრულად პარალიზებულია და ადგილებზე მხოლოდ დირექცია რჩება.„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომელთა განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ მათ არავინ შეხმიანებია. როგორც შრომის ინსპექციაში აცხადებენ, მედიაციის პროცესში საპროტექსტო აქციის მონაწილეებთან შეხვედრა ჯერ არ არის ჩანიშნული.13 ივნისს კომპანია IDS BORJOMI International-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც „ბორჯომის“ ქარხნების მფლობელი კომპანია 7,73%-იან წილს საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცემს.აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა.კომპანიამ 19 მაისს მაკონტროლებელი კომპანია DS Borjomi International-ის სახელით გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას.კომპანიას სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა ანტირუსული სანქციების გამო. მათი ანგარიშები გაყინულია.2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1f/267009145_100:0:700:450_1920x0_80_0_0_4152f9eaf0ba49729da228f893070b31.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
IDS Borjomi-ს თანამშრომლებმა სასამართლოს მიმართეს
17:39 14.06.2022 (განახლებულია: 22:30 14.06.2022) კომპანიას აპრილში სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა ანტირუსული სანქციების გამო. საქმე ანგარიშების გაყინვამდე მივიდა.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. კომპანია IDS Borjomi Georgia-ს ქარხნების თანამშრომლებმა პროფკავშირთან ერთად ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
„ბორჯომის“ მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლები რეორგანიზაციის საფუძველზე 50-მდე გათავისუფლებულის სამსახურში აღდგენას მოითხოვენ. გარდა ამისა, გაფიცულები რამდენიმე დღეში მეორე სარჩელის შეტანასაც აპირებენ და 250-მდე დასაქმებულისთვის აპრილისა და მაისის ხელფასის დარიცხვას მოითხოვენ.
„ბორჯომის“ ქარხნებში დასაქმებულებმა 31 მაისს უვადო გაფიცვა გამოაცხადეს. გაფიცულების მოთხოვნებია: ორი თვის ხელფასების დარიცხვა, გათავისუფლებული 50-მდე ადამიანის უპირობოდ დაბრუნება, უვადო შრომითი ხელშეკრულებების დადება.
ამ დროისათვის ორივე ქარხანა მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის მუშაობს. გაფიცულების განცხადებით, ქარხნების მუშაობა სრულად პარალიზებულია და ადგილებზე მხოლოდ დირექცია რჩება.
„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომელთა განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ მათ არავინ შეხმიანებია. როგორც შრომის ინსპექციაში აცხადებენ, მედიაციის პროცესში საპროტექსტო აქციის მონაწილეებთან შეხვედრა ჯერ არ არის ჩანიშნული.
იმის შესახებ, რომ ხელისუფლებასა და კომპანია IDS Borjomi Georgia-ს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ორშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. შეთანხმების მიხედვით, ქვეყნის მთავრობა კომპანიის თანამფლობელი გახდება, ხოლო ქარხნების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა გადაიჭრება. ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა მოქალაქე, „ბორჯომის“ ქარხნების ყველა თანამშრომელი სამართლიანობას მიაღწევს.
13 ივნისს კომპანია IDS BORJOMI International-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც „ბორჯომის“ ქარხნების მფლობელი კომპანია 7,73%-იან წილს საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცემს.
აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა.
კომპანიამ 19 მაისს მაკონტროლებელი კომპანია DS Borjomi International-ის სახელით გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას.
კომპანიას სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა ანტირუსული სანქციების გამო. მათი ანგარიშები გაყინულია.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.