https://sputnik-georgia.com/20220617/erovnuli-muzeumidan-gatavisuflebulebi-aprotesteben-267588067.html
ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები პროტესტს განაგრძობენ
ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები პროტესტს განაგრძობენ
Sputnik საქართველო
მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ კულტურის სფეროში დესტრუქციული პროცესები დაიწყო. 17.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-17T23:32+0400
2022-06-17T23:32+0400
2022-06-17T23:43+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23826/00/238260023_0:176:2000:1301_1920x0_80_0_0_d263a99ad5a7928f061b90b366e681ba.jpg
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან ერთად მუზეუმთან გამართეს საპროტესტო აქცია „სამართლიანობა გაიმარჯვებს“.ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც კულტურის სამინისტრომ მუზეუმის ახალი ხელმძღვანელობა დანიშნა. შედეგად რამდენიმე ათეული თანამშრომელი გაათავისუფლეს.მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ კულტურის სფეროში დესტრუქციული პროცესები დაიწყო და განსაკუთრებით აღნიშნეს ადამიანის უფლებების დარღვევის პოლიტიკა საქართველოს კულტურის სამინისტროს უწყებებში.ისინი კიდევ ერთხელ გამოვიდნენ მოწოდებით, დაცული იყოს კულტურის სფეროში დასაქმებულების შრომითი უფლებები.ეროვნულ მუზეუმში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა>>გათავისუფლებულებს შორის აღმოჩნდა იულონ გაგოშიძე – ცნობილი ქართველი არქეოლოგი, მეცნიერი და პოლიტიკოსი, რომელსაც 2007 წლის ნოემბრიდან 2009 წლის დეკემბრამდე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა.მუზეუმის რეორგანიზაციის პროცესი აპრილში დაიწყო. დამტკიცდა ცენტრალური აპარატის ახალი სტრუქტურა – განყოფილებების რაოდენობა 15-დან 10-მდე შემცირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23826/00/238260023_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_1974928aa9778d0253b47713f4490e54.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები პროტესტს განაგრძობენ
23:32 17.06.2022 (განახლებულია: 23:43 17.06.2022) მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ კულტურის სფეროში დესტრუქციული პროცესები დაიწყო.
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან ერთად მუზეუმთან გამართეს საპროტესტო აქცია „სამართლიანობა გაიმარჯვებს“.
ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც კულტურის სამინისტრომ მუზეუმის ახალი ხელმძღვანელობა დანიშნა. შედეგად რამდენიმე ათეული თანამშრომელი გაათავისუფლეს.
მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ კულტურის სფეროში დესტრუქციული პროცესები დაიწყო და განსაკუთრებით აღნიშნეს ადამიანის უფლებების დარღვევის პოლიტიკა საქართველოს კულტურის სამინისტროს უწყებებში.
ისინი კიდევ ერთხელ გამოვიდნენ მოწოდებით, დაცული იყოს კულტურის სფეროში დასაქმებულების შრომითი უფლებები.
გათავისუფლებულებს შორის აღმოჩნდა იულონ გაგოშიძე – ცნობილი ქართველი არქეოლოგი, მეცნიერი და პოლიტიკოსი, რომელსაც 2007 წლის ნოემბრიდან 2009 წლის დეკემბრამდე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა.
მუზეუმის რეორგანიზაციის პროცესი აპრილში დაიწყო. დამტკიცდა ცენტრალური აპარატის ახალი სტრუქტურა – განყოფილებების რაოდენობა 15-დან 10-მდე შემცირდა.