ტოდორ ნედელევს ბულგარეთში 22 ივნისს გადაიყვანენ

© photo: Sputnik / Alexey Kudenkoწვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
გამოწერა
ფეხბურთელის სამშობლოში გადაყვანის გადაწყვეტილება ბულგარეთის საფეხბურთო კავშირმა კლინიკის სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველის ტოდორ ნედელევის ბულგარეთში ტრანსპორტირება 22 ივნისს განხორციელდება, ნათქვამია ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბულგარელი ნახევარმცველი 11 ივნისს თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. ორი ავტობუსი, რომლებსაც ბულგარეთის გუნდის მოთამაშეები თბილისის აეროპორტიდან სასტუმროში გადაჰყავდა, ერთმანეთს შეეჯახა. ავტობუსებს, უეფას წესების მიხედვით, პოლიციის ესკორტი აცილებდა.
29 წლის ნედელევი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ქალა-ტვინის ტრავმით შეიყვანეს. პაციენტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ოპერაცია ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა.
როგორია ბულგარელი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის განმარტება>>>
ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ცნობით, ტოდორ ნედელევის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება.
ფეხბურთელის სამშობლოში გადაყვანის გადაწყვეტილება ბულგარეთის საფეხბურთო კავშირმა კლინიკის სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შედეგად მიიღო.

„პარასკევს ნედელევს გაწერენ ნეიროქირურგიული განყოფილებიდან და გადაიყვანენ სასტუმროში, ოთხშაბათს კი იგი საქართველოდან გაფრინდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ნედელევის სამშობლოში ტრანსპორტირების ყველა ხარჯს ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი დაფარავს.
ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრები საქართველოში 11 ივნისს ჩამოვიდა. ერთა ლიგის გათამაშების მე-4 ტურის მატჩი საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0-0 დასრულდა.
ყველა ახალი ამბავი
0