როგორია ბულგარელი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის განმარტება

© photo: Sputnik / Vitaliy An'kov / გადასვლა მედიაბანკშიპაციენტი კლინიკაში
პაციენტი კლინიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
ტოდორ ნედელევთან ერთად საქართველოში იმყოფება ბულგარეთის ნაკრების ექიმი, რომელიც ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდება.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი მკურნალობას ნეიროქირურგიულ განყოფილებაში პროფესორ შოთა ინგოროყვას მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს, იუწყება ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი.
ბულგარელი ნახევარმცველი 11 ივნისს თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. ორი ავტობუსი, რომლებსაც ბულგარეთის გუნდის მოთამაშეები თბილისის აეროპორტიდან სასტუმროში გადაჰყავდა, ერთმანეთს შეეჯახა. ავტობუსებს, უეფას წესების მიხედვით, პოლიციის ესკორტი აცილებდა.
29 წლის ნედელევი ინგოროყვას კლინიკაში ქალა-ტვინის ტრავმით შეიყვანეს. პაციენტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ოპერაცია ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა.
„სერიოზული ოპერაცია იყო და ამ ეტაპზე არ უნდა ვიჩქაროთ. მთავარია, ტოდორი მშვიდად იყოს და მას გამოჯანმრთელების საშუალება მიეცეს. ჯერჯერობით მისი კლინიკიდან გაწერა არ იგეგმება“, – განაცხადა შოთა ინგოროყვამ.
ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრები საქართველოში 11 ივნისს ჩამოვიდა. ერთა ლიგის გათამაშების მე-4 ტურის მატჩი საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0-0 დასრულდა.
ყველა ახალი ამბავი
0