https://sputnik-georgia.com/20220616/mama-qalisvils-zalit-atxovebda-ra-moxda-qvemo-qartlsi-267539113.html
მამა ქალიშვილს ძალით ათხოვებდა: რა მოხდა ქვემო ქართლში
მამა ქალიშვილს ძალით ათხოვებდა: რა მოხდა ქვემო ქართლში
Sputnik საქართველო
არასრულწლოვანი გოგონა ამჟამად თავშესაფარშია გადაყვანილი, მისი ოჯახის სხვა წევრებს შემაკავებელი ორდერები გამოუწერეს
2022-06-16T20:10+0400
2022-06-16T20:10+0400
2022-06-16T21:53+0400
ახალი ამბები
ქართლი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24147/69/241476934_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_91a10b63752aadf0e1d602d2217315ed.jpg
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით 41 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებული 17 წლის არასრულწლოვან შვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით ქორწინებას აიძულებდა.გოგონამ აღნიშნულის შესახებ პოლიციას აცნობა. სამართალდამცველებმა მიღებული შეტყობინებისთანავე, იმავე დღეს გოგონას მამა ბრალდებულის სახით დააკავეს.გოგონა ამჟამად გადაყვანილია თავშესაფარში, მისი ოჯახის სხვა წევრების მიმართ კი გამოცემულია შემაკავებელი ორდერები.გამოძიება ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - შსს
ქართლი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24147/69/241476934_106:0:1814:1281_1920x0_80_0_0_cbbfe29b6fa5d80c956ae194a32271c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქვემო ქართლი მამა ქალიშვილი ძალით გათხოვება დაკავება ორდერი შსს
ქვემო ქართლი მამა ქალიშვილი ძალით გათხოვება დაკავება ორდერი შსს
მამა ქალიშვილს ძალით ათხოვებდა: რა მოხდა ქვემო ქართლში
20:10 16.06.2022 (განახლებულია: 21:53 16.06.2022) არასრულწლოვანი გოგონა ამჟამად თავშესაფარშია გადაყვანილი, მისი ოჯახის სხვა წევრებს შემაკავებელი ორდერები გამოუწერეს.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით 41 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებული 17 წლის არასრულწლოვან შვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით ქორწინებას აიძულებდა.
გოგონამ აღნიშნულის შესახებ პოლიციას აცნობა. სამართალდამცველებმა მიღებული შეტყობინებისთანავე, იმავე დღეს გოგონას მამა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გოგონა ამჟამად გადაყვანილია თავშესაფარში, მისი ოჯახის სხვა წევრების მიმართ კი გამოცემულია შემაკავებელი ორდერები.
გამოძიება ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.