https://sputnik-georgia.com/20220616/germania-safrangeti-italia-ukraina-267507367.html
შოლცი, მაკრონი და დრაგი უკრაინაში ჩავიდნენ: ქვეყნდება ფოტო მატარებლიდან
შოლცი, მაკრონი და დრაგი უკრაინაში ჩავიდნენ: ქვეყნდება ფოტო მატარებლიდან
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები — ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და მარიო დრაგი უკვე უკრაინის ტერიტორიაზე არიან, იუწყება... 16.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-16T09:34+0400
2022-06-16T09:34+0400
2023-07-20T15:45+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
გერმანია
საფრანგეთი
იტალია
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261881293_0:0:2959:1665_1920x0_80_0_0_097c9d4c7919f811ad7d1e44bb380dc3.jpg
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები — ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და მარიო დრაგი უკვე უკრაინის ტერიტორიაზე არიან, იუწყება იტალიური ტელეარხი Rai News.გავრცელებული ინფორმაციით, სამი ქვეყნის ლიდერების კიევში ჩასვლის ზუსტი თარიღი წინასწარ არ გამოცხადებულა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე.ტელეარხმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ საუბრობენ მაგიდასთან მჯდომი ლიდერები არაფორმალურ გარემოში.შოლცის, მაკრონისა და დრაგის ვიზიტი ერთი დღით ადრე შედგა ევროკომისიის რეკომენდაციის გამოქვეყნებამდე, რომელიც უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შეეხება. როგორც „რაი ნიუსი“ წერს, სტატუსის მინიჭებას ბევრი ქვეყანა „გულგრილად“ ეკიდება.გამოცემა ლიდერების კიევში ჩასვლის სამ მიზანს ასახელებს, რომელთაგან უპირველესი უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირება, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკის „დაძლევაა“, რომელიც ევროპას იარაღის მიწოდებაზე „შეზღუდულად და ნელა რეაგირებაში“ ადანაშაულებს.ვიზიტის მეორე მიზანი, „რაი ნიუსის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის სიგნალის მიცემაა, რომ ევროკავშირის ერთიანობა, სხვადასხვა ნიუანსების მიუხედავად, ეჭვქვეშ არ დგას, და რომ კრემლი ვერ შეძლებს ევროპის გახლეჩვას — გაზის მიწოდებების შემცირებისა და ენერგომატარებლებზე ფასების გაზრდითაც კი.რაც შეეხება მესამე მიზანს, ის უმთავრესად შეერთებული შტატებისადმია მიმართული. შოლცს, მაკრონსა და დრაგის სურთ დაანახონ ვაშინგტონს, რომ მათი ქვეყნები ევროკავშირის ბირთვს წარმოადგენს და საკუთარი სტრატეგიული ავტონომია გააჩნიათ, რომელსაც ევროპა „კიდევ მეტი ინტეგრაციისკენ შეუძლია წაიყვანოს — დაწყებული საერთო თავდაცვითა და სულ უფრო ფართო საგარეო პოლიტიკით“.წყარო: Rai News
გერმანია
საფრანგეთი
იტალია
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261881293_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_9cbf9a3ec5e3afa7854079f00ead2c43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, გერმანია , საფრანგეთი , იტალია , უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, გერმანია , საფრანგეთი , იტალია , უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები — ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და მარიო დრაგი უკვე უკრაინის ტერიტორიაზე არიან, იუწყება იტალიური ტელეარხი Rai News.
გავრცელებული ინფორმაციით, სამი ქვეყნის ლიდერების კიევში ჩასვლის ზუსტი თარიღი წინასწარ არ გამოცხადებულა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე.
ტელეარხმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ საუბრობენ მაგიდასთან მჯდომი ლიდერები არაფორმალურ გარემოში.
შოლცის, მაკრონისა და დრაგის ვიზიტი ერთი დღით ადრე შედგა ევროკომისიის რეკომენდაციის გამოქვეყნებამდე, რომელიც უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შეეხება. როგორც „რაი ნიუსი“ წერს, სტატუსის მინიჭებას ბევრი ქვეყანა „გულგრილად“ ეკიდება.
გამოცემა ლიდერების კიევში ჩასვლის სამ მიზანს ასახელებს, რომელთაგან უპირველესი უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირება, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკის „დაძლევაა“, რომელიც ევროპას იარაღის მიწოდებაზე „შეზღუდულად და ნელა რეაგირებაში“ ადანაშაულებს.
ვიზიტის მეორე მიზანი, „რაი ნიუსის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის სიგნალის მიცემაა, რომ ევროკავშირის ერთიანობა, სხვადასხვა ნიუანსების მიუხედავად, ეჭვქვეშ არ დგას, და რომ კრემლი ვერ შეძლებს ევროპის გახლეჩვას — გაზის მიწოდებების შემცირებისა და ენერგომატარებლებზე ფასების გაზრდითაც კი.
რაც შეეხება მესამე მიზანს, ის უმთავრესად შეერთებული შტატებისადმია მიმართული. შოლცს, მაკრონსა და დრაგის სურთ დაანახონ ვაშინგტონს, რომ მათი ქვეყნები ევროკავშირის ბირთვს წარმოადგენს და საკუთარი სტრატეგიული ავტონომია გააჩნიათ, რომელსაც ევროპა „კიდევ მეტი ინტეგრაციისკენ შეუძლია წაიყვანოს — დაწყებული საერთო თავდაცვითა და სულ უფრო ფართო საგარეო პოლიტიკით“.