მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დანიასა და კანადას შორის „ვისკის ომი“ დამთავრდა: ქვეყნებმა კუნძული გაიყვეს

CC BY-SA 2.0 / COMSEVENTHFLT / 150605-N-BD107-054სამხედრო-საზღვაო ძალები
სამხედრო-საზღვაო ძალები - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2022
გამოწერა
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. დანია და კანადა შეთანხმდნენ, რომ თანაბრად გაყოფენ არქტიკაში მდებარე კუნძულ ტარტუპალუკს (ჰანსს) და ამით მათ შორის სახმელეთო საზღვარს შექმნიან, დაწერა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეპე კოფოდმა Twitter-ზე.
სადავო ტერიტორიის სუვერენიტეტის საკითხზე ქვეყნები 50 წელზე მეტია მსჯელობენ. ეს დავა „ვისკის ომის“ სახელითაა ცნობილი.

„დღეს მართლაც ისტორიული დღეა. ჩვენ 50 წელზე მეტია ვმსჯელობთ ტარტუპალუკის სუვერენიტეტზე. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოლაპარაკებების გააქტიურების შემდეგ გადაწყვეტილება მიღებულია“, — წერს კოფოდი.

ამ გადაწყვეტილების წყალობით კანადას ახლა სახმელეთო საზღვარი აქვს ევროკავშირთან. მისი ხაზი ხეობის გასწვრივ გაივლის და კუნძულის ტერიტორიას თითქმის შუაზე გაყოფს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ორმა სახელმწიფომ მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო საზღვარი შექმნა, რომლის სიგრძეც 3.882 კმ-ია.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ დანიისა და კანადის მიერ მიღწეული კონსენსუსი მაგალითი გახდება სხვა ქვეყნებისთვის.

რატომ „ვისკის ომი?“

კუნძული ტარტუპალუკი (ჰანსი) სულ რაღაც 1,3 კვ.კმ ფართობის დაუსახლებელი ტერიტორიაა, ის კენედის სრუტეში მდებარეობს. დანიასა და კანადას შორის მისთვის „ომი“ 1971 წელს დაიწყო.
თუმცა ომი ნამდვილად ხმამაღალი ნათქვამია, ვინაიდან ამ ხნის განმავლობაში საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი არასდროს მისულა, რომ აღარაფერი ვთქვათ სროლებსა და ომისთვის დამახასიათებელ სხვა პროცესებზე.
„ომის“ დაწყებიდან დღემდე დაახლოებით ორ თვეში ერთხელ კუნძულს სამხედრო ხომალდი სტუმრობდა. ჯარისკაცები ხმელეთზე გადადიოდნენ, მოწინააღმდეგის სახელმწიფო დროშას ხსნიდნენ და საკუთარს აღმართავდნენ. მერე მზრუნველი „მტრების“ მიერ სპეციალურად დატოვებულ რამდენიმე ყუთ ალკოჰოლს ბოლომდე მიირთმევდნენ, ხოლო ცარიელი ბოთლების ნაცვლად თავიანთ მიტანილ სასმელს ტოვებდნენ და მიდიოდნენ.
დაზუსტებისთვის უნდა ითქვას, რომ დანიის დესანტი კუნძულზე შნაპსს ტოვებდა, ხოლო კანადისა — ვისკის.
ყველა ახალი ამბავი
0