თანხის გამოძალვა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა - პოლიციამ სამი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით თბილისსა და კახეთში სამი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სავარაუდო დამნაშავეთა შორის, რომელთა ასაკიც 35-დან 47 წლამდეა, წარსულში ნასამართლევი პირები არიან.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ მოქალაქეს ძალადობის გამოყენების მუქარით 4.000 ლარი მოსთხოვეს. დაკავებულთაგან ორი პირი კონკრეტულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მას სხეულზე დაზიანებები მიაყენა. შემდგომი ძალადობის თავიდან აცილების მიზნით მსხვერპლმა მოთხოვნილი თანხა ბრალდებულებს გადასცა.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკისას ავტომატი, პისტოლეტი, 2 მჭიდი და 18 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანარჩენი ორი ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას და ძალადობას გულისხმობს. დანაშაულები ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0